სალომე ესაძის ახალი რელიზი – Chaser

Chaser დრამატურგიული განვითარებით ხასიათდება.
სალომე ესაძე – Chaser
ფოტო: ჯაბა ქურთიშვილი/IG: poshdzhaba

სალომე ესაძემ მსმენელს ახალი ნამუშევარი – Chaser წარუდგინა. სიმღერის ტექსტი მელანქოლიურ განწყობას ქმნის და რამდენიმე პირად ისტორიას აერთიანებს, თუმცა მუსიკა უფრო ენერგიული და დინამიკურია. Chaser დრამატურგიული განვითარებით ხასიათდება – ის მშვიდი შესავლით იწყება, შემდეგ კი ეტაპობრივად უფრო ინტენსიური ხდება. ეს არის მონაკვეთი, სადაც არტისტი მსმენელს საკუთარ იატორიას უყვება.

ახალი რელიზის შესახებ სალომე ესაძე Billboard Georgia-ს ესაუბრა. როგორც არტისტი აღნიშნავს, ტრეკზე მუშაობა იმ პერიოდში დაიწყო, როცა დაგროვილი ემოციების მუსიკაში გადატანა სურდა. ტექსტის გარდა, სიმღერაში ისმის მცირე მონოლოგიც, რომელიც ერთგვარი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აწმყოზე, კონკრეტულ მომენტზე ფოკუსირება.

სალომე ესაძის თქმით, Chaser-ზე მუშაობის პროცესმა არაერთი საინტერესო მუსიკოსი გააერთიანა და ამ პროცესში ბევრი ახალი იდეაც გაჩნდა:

„მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. ტრეკში ჩემი მეგობრების ხმები და სიცილიც ისმის, რაც სიმღერის ჩაწერის პროცესის ბუნებრივი ნაწილი გახდა. მთლიანობაში, ძალიან სახალისო და შემოქმედებითი გარემო იყო, რაც საბოლოოდ ტრეკის ენერგიაზეც აისახა. სამუშაო პროცესში ჩემთან ერთად იყო ჩემი უახლოესი მეგობარი და შესანიშნავი მუსიკოსი ერეკლე გუჯეჯიანი, რომელსაც ხშირად ახსნის გარეშეც ესმის ჩემი იდეები. ბასის პარტიაზე ლუკა კასრელიშვილმა იმუშავა, მოგვიანებით კი პროექტს ნინა კასრელიშვილიც შემოუერთდა – ნიჭიერი მუსიკოსი, რომლის იდეებმაც ტრეკს ახალი სიცოცხლე შესძინა.”

მუსიკის მასტერინგი გიორგი ქორიძეს ეკუთვნის, ხოლო ქავერ-არტისა და ვიზუალური კონცეფციის ავტორი ჯაბა ქურთიშვილია. სინგლის გარეკანის გრაფიკულ ნაწილზე ასევე იმუშავა ვიზუალურმა არტისტმა Nuzi-მ. 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მუდამ მამხნევებდნენ და მაძლევდნენ მოტივაციას, ბოლომდე მიმეყვანა ყველაფერი,” – ამბობს სალომე ესაძე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Pogues-ის შეინ მაკგოუენი 2011 წლის 5 მარტი, ნიუ-იორკი ფოტო: Theo Wargo/Getty Images

ბრიუს სპრინგსტინი, ტომ უეიტსი და სხვა არტისტები შეინ მაკგოუენის ხსოვნას პატივს მიაგებენ ალბომით  20TH CENTURY PADDY

შემდეგი სტატია

The Outfield-ის სიმღერა Your Love გამოცემიდან 40 წლის შემდეგ „იუთუბის” მილიარდნახვიანთა სიას შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი