The Outfield-ის სიმღერა Your Love გამოცემიდან 40 წლის შემდეგ „იუთუბის” მილიარდნახვიანთა სიას შეუერთდა

80-იანი წლების საკულტო ჰიტი ბენდის პირველი სიმღერაა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.
The Outfield
EBET ROBERTS/REDFERNS/GETTY IMAGES

მართალია, 80-იანი წლები დიდი ხანია, უკან მოვიტოვეთ, მაგრამ იმდროინდელი მუსიკა ჯერ კიდევ განაგრძობს სიცოცხლეს. ამის მტკიცებულებაა The Outfield-ის სიმღერა Your Love, რომელმაც გამოცემიდან 40 წლის შემდეგ „იუთუბზე” მილიარდ ნახვას მიაღწია. 

სიმღერა ინგლისური როკბენდის 1985 წლის სადებიუტო ალბომის, Play Deep-ის მეორე სინგლია. თავის დროზე ალბომი Billboard 200-ის მე-9 ადგილს იკავებდა. საკულტო ჰიტი კი ბენდის პირველი სიმღერაა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.

თავდაპირველად, 1986 წელს, Your Love Billboard Hot 100-ის მე-6 ადგილზე გავიდა. 2024 წელს კი, Diplo-ს ქავერის წყალობით, სიმღერა ჩარტებში კვლავ ამოტივტივდა. Your Love (Remix) შევიდა საცეკვაო სიმღერების ციფრული გაყიდვების ჩარტის ტოპ ათეულში და დაიკავა 48-ე ადგილი საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტში.

მიუხედავად იმისა, რომ Your Love ბენდის ყველაზე დიდი ჰიტია, ის არ არის ერთადერთი სიმღერა, რომელმაც „ბილბორდის” ჩარტებში წარმატებას მიაღწია. ბენდის სინგლი Since You’ve Been Gone 1987 წელს მეინსტრიმ როკ ჩარტის მე-11 ადგილზე მოხვდა. My Paradise კი 1989 წელს იმავე ჩარტის მე-2 და 34-ე ადგილებზე გავიდა.  

The Outfield 1984 წელს ლონდონში დაარსდა. მისი თავდაპირველი წევრები იყვნენ: გიტარისტი ჯონ სპინკსი, ვოკალისტ-ბასისტი ტონი ლუისი და დრამერი ალან ჯეკმანი.1985-2011 წლებში  ჯგუფმა შვიდი ალბომი გამოსცა. 2014 წელს კი ბენდი დაიშალა მას შემდეგ, რაც სპინკსი ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. 2020 წელს მას ლუისის გარდაცვალებაც მოჰყვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სალომე ესაძის ახალი რელიზი – Chaser

შემდეგი სტატია

ნიკოლ კიდმანი პირველად საუბრობს კით ურბანთან დაშორებაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი