ზენდეიამ უიტნი ჰიუსტონისა და ქერი ბრედშოუს სტილი გააცოცხლა

Essence Black Women in Hollywood Awards-ზე ვარსკვლავმა იუჯინ სტუტსმანის ცნობილი კაბა მოირგო.

ზენდეიამ თავისი ბოლო წითელი ხალიჩის კოსტიუმით მოფლიოს ორ ყველაზე ცნობილ ქალს მიაგო პატივი – მათგან ერთ-ერთი კი გამოგონილი პერსონაჟია. კაბა, რომელიც მას ეცვა, მანამდე უიტნი ჰიუსტონისა და Sex and The City-ს პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს გარდერობის ნაწილი იყო.

12 მარტს ლოს-ანჯელესში გამართულ დაჯილდოებაზე – Essence Black Women in Hollywood Awards-ზე მსახიობმა იუჯინ სტუტსმანის (Eugene Stutzman) კაბა მოირგო. 

ვარსკვლავის სტილისტმა, ლო როუჩმა ამ ლუქის შესახებ პოსტები სოციალურ  ქსელებში გამოაქვეყნა. „მოდის ისტორიის საკულტო ნიმუში Essence Women in Hollywood-ზე,” – დაწერა მან X-ზე. 

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში კი აღნიშნა: „და აი, ასე… მე ის ვიპოვე!“

როგორც ლო როუჩმა ინტერნეტ მომხმარებლებს შეახსენა, ჰიუსტონს ამავე დიზაინის კაბა 1987 წელს ეცვა. ვარსკვლავის ფოტო კაბაში ჟურნალ Life-ის გარეკანზე  2012 წელს, ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა. 

ცოტა ხნის წინ ლო როუჩი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზენდეიამ ტომ ჰოლანდზე საიდუმლოდ იქორწინა. „ქორწილი უკვე შედგა. თქვენ ის გამოტოვეთ,” – უთხრა მან რეპორტიორს ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. 

ზენდეიას წელს არაერთი პროექტი აქვს: ის რობერტ პატინსონთან ერთად მონაწილეობს ფილმში – The Drama. ზენდეია ასევე ასრულებს რუ ბენეტის როლს HBO-ს სერიალში – Euphoria, რომელიც მესამე სეზონით დასრულდება. ორივე მათგანის პრემიერა აპრილში იგეგმება.

Euphoria-სთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა Labrinth-მა – მუსიკოსმა, რომელიც სერიალის ყველა სეზონის კომპოზიტორია და ზენდეიასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ ჰიტზე – I’m Tired-ზე. იმუშავა. მან 13 მარტს ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ამ ინდუსტრიასთან საქმე დავასრულე. ფეხებზე მკიდია Columbia (ხმისჩამწერი ლეიბლი). ორმაგად ფეხებზე მკიდია „ეიფორია“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard აფრიკის 2026 წლის მარტი/აპრილის გარეკანის ვარსკვლავი: MOLIY

შემდეგი სტატია

მერაია კერი 2026 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ნომინირებას ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი