5 მაისიდან წინანდლის ფესტივალის ბილეთების გაყიდვა იწყება

ნახეთ 2026 წლის ფესტივალის პროგრამა.

5 მაისს წინანდლის ფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა. მსმენელს საშუალება ექნება, სპეციალურ ფასად შეიძინოს ე.წ. Early Bird ბილეთები. 

2026 წელს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის ფესტივალის რიგით მერვე გამოშვებას უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ფესტივალის პროგრამა.

საფესტივალო კონცერტები წელს 3-13 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, როგორც ყოველთვის, მსმენელი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და საერთაშორისო მუსიკალურ ვარსკვლავებს იხილავს. 

ტრადიციულად, ფესტივალს პანკავკასიური ორკესტრი გახსნის, ჯანანდრეა ნოზედას ხელმძღვანელობით. სოლისტი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი იქნება.

ლიზა ბათიაშვილის გარდა, წლევანდელ სეზონზე მსმენელი სხვა ქართველ შემსრულებლებსაც იხილავს. 6 სექტემბერს ლიზა ბათიაშვილთან ერთად სცენაზე წარდგებიან პიანისტი გიორგი გიგაშვილი და ალტისტი გიორგი მარდალეიშვილი. კონცერტს ლიზა ბათიაშვილის ფონდი წარადგენს. ამავე დღეს კი, საღამოს, გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტიც გაიმართება.

ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებს ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც 12 სექტემბერს კარმენის პარტიას შეასრულებს. მასთან ერთად იმღერებენ: ტენორი მიხეილ შეშაბერიძე, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა და სოპრანო ანა ფალავანდიშვილი. ოპერას ილია ინაიშვილი უდირიჟორებს. 

ფესტივალის ფარგლებში წელსაც წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”.

რაც შეეხება საერთაშორისო მუსიკოსებს, ფესტივალი, ტრადიციულად, ამ მხრივაც გამორჩეული და მრავალფეროვანია. წელს საქართველოს ეწვევიან როგორც ფესტივალისთვის უკვე კარგად ნაცნობი მუსიკოსები – როგორებიც არიან ჟულიენ კანტენი, ალექსანდრ მალოფეევი, დირიჟორი დენიელ ჰარდინგი – ასევე ახალი შემსრულებლები. 

ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან: შუმანის კვარტეტი, მევიოლინე პინჩას ცუკერმანი, პიანისტი მარკ-ანდრე ჰამელინი, პიანისტი სერგეი ბაბაიანი, გიტარისტი რაფაელ ფეიატრი და სხვები.

ჯამში ფესტივალი 11 დღის განმავლობაში 23 კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 13 სექტემბერს კვლავ პანკავკასიური ორკესტრი დახურავს, ამჯერად ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის დირიჟორობით. კონცერტის სოლისტი კი ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პირველი ქართველი ფინალისტი დავით ხრიკული იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„პრინცის” With This Tear-ის აქამდე უცნობი ვერსია გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი