Billboard Pop Shop-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში განიხილეს მომენტი, როცა ოსკარის დაჯილდოებაზე KPOP DEMON HUNTERS-ის გუნდს სიტყვა შეაწყვეტინეს

Billboard Pop Shop Podcast არის პლატფორმა ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება.
იოჰანი, Ejae და მარკ სონენბლიკი
RICH POLK/PENSKE MEDIA

ყველას გვინახავს, როგორ აწყვეტინებს ორკესტრი სიტყვას ოსკარის გამარჯვებულს. ასე მოხდა 2026 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, როცა  Hunters-ის სიმღერის – Golden-ის ავტორებმა სცენაზე სიტყვა ვერ დაასრულეს. Billboard Pop Shop-ის პოდკასტის წამყვანები – ქეითი და კითი ახალ ეპიზოდში სწორედ ამ მომენტს განიხილავენ.

Hunters-ის პრემიერა 2025 წლის, ივნისში, Netflix-ზე შედგა და მალევე ის ანიმაციურ ჰიტად იქცა. პროექტის მთავარმა სიმღერამ, სახელწოდებით Golden – რვა კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ჩარტის პირველ ადგილზე და ოსკარამდე ოქროს გლობუსისა და გრემის მოპოვებაც მოასწრო. 

ამიტომ, როდესაც EJAE-მ ემოციური სიტყვა წარმოთქვა და თანაავტორების ჯერი დადგა, მათ გამოსვლა მუსიკითა და სარეკლამო ჭრით შეაწყვეტინეს. გაჩნდა განცდა, რომ ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, აუდიტორიას იუ-ჰან ლისა და მარკ სონენბლიკის ემოციური სიტყვისთვის მოესმინა. ავტორებმა მოგვიანებით, კულისებში მაინც შეძლეს თავიანთი სათქმელის გაზიარება. 

Billboard Pop Shop Podcast არის პლატფორმა  ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეითი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კით კოულფილდი.პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo პირველი საბავშვო წიგნის გამოსვლას აანონსებს – „ეს არის ისტორია საკუთარი ხმის პოვნაზე“

შემდეგი სტატია

გვაჯის 30 გამოუქვეყნებელი სიმღერა 30 დღეში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი