Radiohead-ის გიტარისტი ედ ო’ბრაიენი ახალ ალბომს აანონსებს

ალბომი, სახელწოდებით Blue Morpho 22 მაისს გამოვა.
ედ ო’ბრაიენი 2016 წლის Primavera Sound-ის ფესტივალზე.
ADELA LOCONTE/WIREIMAGE

ჯგუფ Radiohead-ის წევრი, გიტარისტი ედ ო’ბრაიენი ახალ სოლო ალბომს გამოსცემს. მუსიკოსის მსმენელისადმი მიმართვა Radiohead-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ედ ო’ბრაიენმა დაადასტურა, რომ მისი მორიგი ნამუშევარი, სახელწოდებით Blue Morpho მზად არის და მსმენელი მას სრულად 22 მაისიდან გაეცნობა. ალბომის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მანამდე კი არტისტმა იმავე სახელწოდების სინგლი და ვიდეორგოლიც წარადგინა.

ახალი ალბომი პოლ ეპვორთთან და რაილი მაკთან თანამშრომლობით შეიქმნა. ედ ო’ბრაიენის თქმით,  ჩაწერის პროცესში არაერთ გამორჩეულ მუსიკოსთან ითანამშრომლა. „სწორედ ამ ადამიანების პროფესიონალიზმმა და ენერგიამ მისცა ალბომს ის ჟღერადობა, რამაც ჩანაფიქრი გააცოცხლა,” – აღნიშნავს გიტარისტი. 

ალბომის პარალელურად, ო’ბრაიენმა მოკლემეტრაჟიან ფილმზეც იმუშავა, რომლის გადაღებებიც უელსში მიმდინარეობდა – სწორედ იქ, სადაც სიმღერების უმეტესობა დაიწერა და ჩაიწერა. 

ფილმის საპრემიერო ჩვენებები მარტის ბოლოს ლონდონში, პარიზსა და ოქსფორდში გაიმართება. რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას, წლის მეორე ნახევარში არტისტი სიმღერების ცოცხლად შესრულებასაც გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გვაჯის 30 გამოუქვეყნებელი სიმღერა 30 დღეში

შემდეგი სტატია

ილია II-ის ცნობილი საგალობლები

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი