Rosalía-ს კონცერტის ვიზუალურ პერფორმანსში ქართველი მსახიობი სალომე თოფურია გამოჩნდა

როზალიას მსოფლიო ტურნე მის მეოთხე სტუდიურ ალბომს – Lux-ს ეძღვნება.
LUX TOUR 2026

ესპანელი მომღერალი Rosalía, ახალი ალბომის – Lux-ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში, პარიზში გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ახალი პერფორმანსით წარსდგა.

ეკრანზე გაშვებული ვიდეო აღსარების რიტუალის მსგავსი ვიზუალური ნამუშევარია, რომელშიც მუსიკოსთან ერთად ქართველი მსახიობი სალომე თოფურია გამოჩნდა. სალომე ცნობილი მსახიობის, ნინო კასრაძის შვილია. 

რაც შეეხება ვიდეო პერფორმანსს, ნამუშევარი მუსიკოსის მსოფლიო ტურნეს მხატვრული კონცეფციის ნაწილია. 

Rosalía-ს მსოფლიო ტურნე – LUX TOUR 2026 სულ რამდენიმე დღის წინ, 16 მარტს, საფრანგეთში დაიწყო. ტურნე მოიცავს არაერთ ქვეყანას, მათ შორის ევროპის დიდ ქალაქებს: პარიზს, მილანს, მადრიდს, ლონდონს; ჩრდილოეთ ამერიკას: ნიუ-იორკს, მაიამის, ლოს-ანჯელესს და ასევე ლათინურ ამერიკას. 

ტურნე თეატრალური სანახაობაა. ის აერთიანებს ბალეტის ელემენტებს, ოპერის ესთეტიკას და თანამედროვე ვიზუალურ არტს. LUX TOUR 2026 წლის 3 სექტემბერს პუერტო-რიკოში დასრულდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი იხსენებს დროს, როცა ფელა კუტის მარიხუანის მოწევაზე უარი ვერ უთხრა

შემდეგი სტატია

სასამართლო შეთანხმების შემდეგ ჯასტინ ტიმბერლეიკის დაკავების კადრები გამოქვეყნდა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი