ტრევის სკოტის Sicko Mode-ის კლიპის ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Travis Scott/Sicko Mode

ცნობილი ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ტრევის სკოტის Sicko Mode მილიარდი ნახვის მქონე მუსიკალური ვიდეორგოლების ჩამონათვალს შეუერთდა. კომპოზიციაში კანადელი რეპერი დრეიქი, ამერიკელი სვაე ლი და ბიგ ჰოუკი მონაწილეობენ. კლიპი, რომელზეც რეჟისორმა დეივ მეიერსმა იმუშავა, იუთუბზე 2018 წლის ოქტომბერში აიტვირთა.

Astroworld-ის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ტრევის სკოტი სცენას დაუბრუნდება

ეს სკოტისთვის პირველი ვიზუალური ნამუშევარია, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა, დრეიქისთვის კი მეექვსე. კლიპში თავდაპირველად სწორედ ამ უკანასკნელს ვხედავთ, რომელიც ძაღლს ასეირნებს და წითელ კვამლს უშვებს. მოგვიანებით კი კადრებში ცხენზე მჯდომი ტრევისი ჩნდება.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ნოემბერში, ტრევისის საავტორო ფესტივალზე Astroworld დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რომელზეც ჭყლეტას 10 ადამიანი ემსხვერპლა, სკოტი სცენას ამ წლის ბოლოს დაუბრუნდება. ის სამხრეთ ამერიკის სამ ლოკაციაზე: სან-პაულუში, სანტიაგოსა და ბუენოს აირესში დაგეგმილი ცნობილი მუსიკალური ღონისძიების, Primavera Sound-ის ჰედლაინერი იქნება.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. ამას მოჰყვა ალბომები Rodeo და Birds in the Trap Sing McKnight. ბოლო მათგანის დამსახურებით შემსრულებელი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მისმა მესამე სტუდიურმა ჩანაწერმა Astroworld კრიტიკოსებისა და მსმენელისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ტრევისის ლეიბლზე გამოშვებულ კომპილაციურ ნამუშევარს Jackboys აგრეთვე ბილბორდის ჩარტის პირველობა ერგო. სკოტი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის კრებულში Proof სამი ახალი კომპოზიცია შევა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ალბომი Come Home the Kids Miss You გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

GloRilla 2024 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 11 სექტემბერი, ნიუ იორკი. დიმიტრიოს კამბურისი /Getty Images

„Billboard Unfiltered“ ყველაზე პოპულარული ქალი რეპერების სიას განიხილავს. გაეცანით 2025 წლის მუსიკალურ პროგნოზებს

„Billboard Unfiltered“ 2024 წლის ბოლო ეპიზოდში ახალი სახეები გამოჩნდნენ, სადაც არტისტ GloRilla-ზეც ისაუბრეს
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი