ნინი ნუცუბიძემ სადებიუტო სოლო ალბომიდან პირველი სიმღერა წარადგინა

სიმღერა შესულია ალბომში In My DNA, რომელიც პირველ აპრილს გამოიცემა.
ნინი ნუცუბიძე – „მდევარი“

ნინი ნუცუბიძემ Skazz-ის სიმღერის – „მდევარის“ ახლებურ ვერსიაზე იმუშავა. ტრეკი შესულია არტისტის სადებიუტო ალბომში – In My DNA, რომელიც პირველ აპრილს გამოიცემა. 

„მდევარი“ Skazz-ის სიმღერის ახლებური ხედვაა, რომელიც „ვინდა და ეკოს“ ტრეკში – „თერაპიაში“ გადადის. უდიდესი მადლობა ავტორებს იმისთვის, რომ გვანდეს საკუთარი შემოქმედება და მოგვცეს საშუალება, ის ჩვენებურად ინტერპრეტირებული გაგვეჟღერებინა!” – წერს ნინი ნიცუბიძე სოციალურ ქსელში. 

სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორები Skazz, ერეკლე დეისაძე და Vinda Folio არიან. ნამუშევრის პროდიუსინგი ნინი ნუციბიძეს, ნიკალა ზუბიაშვილსა და გიორგი ცაგარელს ეკუთვნით. საორკესტრო არანჟირების ავტორია გიორგი ცაგარელი, რომელიც თავადვე ასრულებს სოლო ვიოლინოსა და ბექ ვოკალს, კლავიშის პარტიას კი ლუკა თოფურია ასრულებს.

In My DNA-ში შესული 11 ტრეკი აერთიანებს როგორც არტისტის საავტორო ნამუშევრებს, ისე კოლაბორაციებს სხვა მუსიკოსებთან. ალბომი ლეიბლ Break Records-ზე გამოიცა. 

„ძალიან მინდა, რომ ამ ალბომში თითოეულმა თქვენგანმა ერთი საყვარელი სიმღერა მაინც იპოვოს. მადლობა ყველას, ვინც ჩემი სადებიუტო ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და დამეხმარა, რომ ის ნამდვილად „ჩემი“ ყოფილიყო.” – ვკითხულობთ ნინი ნუცუბიძის პოსტში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი ალბომი Are You There?

შემდეგი სტატია

J. Cole-მა აღშფოთება გამოხატა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ხალხი დრეიკის დისკრედიტაციას კენდრიკ ლამართან კონფლიქტის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი