მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მადელინ მონტოია Courtesy
მადელინ მონტოია
Courtesy

Billboard-მა კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მადელინ მონტოია წარადგინა.

ამ პოზიციაზე მონტოია ბრენდის გლობალურ ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავებს. ის უხელმძღვანელებს დიზაინერთა გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიურ, ბრენდირებულ კონტენტსა და ექსპერიმენტულ პროექტებში, მათ შორის ბეჭდური ჟურნალისა და Billboard-ის ჩარტების ვიზუალურ განახლებას.

მონტოია ასევე ჩაერთვება Billboard-ის ვიზუალური თხრობის ახალი ფაზის ჩამოყალიბებაში, ჟურნალის გარეკანიდან დაწყებული, ფოტოგრაფიით, ციფრული და ინტერაქციული მიმართულებით დასრულებული.

„მადელინს სარედაქციო დიზაინის მიმართ გამორჩეული ხედვა აქვს და სიღრმისეულად ესმის, თუ როგორ შეუძლია ვიზუალურ თხრობას ჟურნალისტიკის ფორმირება. მისი ნამუშევრები ინოვაციურიცაა და მიზანმიმართულიც. მოუთმენლად ველით, თუ როგორ განსაზღვრავს ის Billboard-ის კრეატიული იდენტობის ახალ ეპოქას“. – აღნიშნა დანა დროპომ, Billboard-ის ბრენდის მთავარმა ოფიცერმა.

მადელინ მონტოია კრეატიული დირექტორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელიც სარედაქციო დიზაინის მიმართულებით არის სპეციალიზებული. მას ნამუშევარი აქვს ისეთ წამყვან გამოცემებთან, როგორებიცაა The New York Times, Bloomberg Businessweek და Teen Vogue. იგი ასევე არის დამოუკიდებელი ბეჭდური და ციფრული ჟურნალის, Byline-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, რომელიც ინდივიდუალური ხმის წარმოჩენას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 

ინოვაციური სარედაქციო თხრობის (storytelling)  სფეროში მადელინ მონტოიას ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, იგი გახდა პრესტიჟული ჯილდოს Young Guns 23-ის ლაურეატი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 30 წლამდე ასაკის გამორჩეულ კრეატორებს გადაეცემათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ და ჯულია გარნერმა ვენეციის არხებში Like a Virgin-ის ვიდეო გააცოცხლეს

შემდეგი სტატია

Pussycat Dolls-ის წევრები: კარმიტ ბაჩარი, კიმბერლი უაიატი, ნიკოლ შერზინგერი, ჯესიკა სატა და ეშლი რობერტსი - Global Radio Studios-ში Heart Radio-სთან ინტერვიუსთვის, 2020 წლის 31 იანვარი, ლონდონი, ინგლისი. ფოტო: ნილ მოკფორდი/GC Images

Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრის, ჯესიკა სატას თქმით, ის ჯგუფის გაერთიანებული ტურნედან MAGA-ს (Make America Great Again) მხარდაჭერის გამო გარიცხეს: „მე მათთვის საფრთხე ვიყავი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი