მოუსმინეთ: Arcade Fire ახალ ალბომს We ავრცელებს

ფოტო: Michael Marcelle

კანადურმა ინდი როკ ბენდმა Arcade Fire რიგით მეექვსე ალბომი We გამოუშვა. ეს პირველი ნამუშევარია სტუდიური ჩანაწერის Everything Now შემდეგ, რომელიც კოლექტივმა 2017 წელს გაავრცელა. 

ახალ ალბომში შედის სიმღერა The Lightning I, II., რომელიც ბენდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წინა ნამუშევრები The Suburbs, Reflektor და Everything Now ჩარტში Billboard 200 პირველ პოზიციაზე გავიდა, Neon Bible კი მეორეზე.

ამასთან, ახალხან ცნობილი გახდა, რომ კოლექტივის მრავალწლიანმა წევრმა, უილ ბათლერმა Arcade Fire დატოვა. 

“გამარჯობა, მეგობრებო – მე დავტოვე Arcade Fire გასული წლის ბოლოს, როდესაც ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა დავასრულეთ. მიზეზი ისაა, რომ შევიცვალე, ბენდიც შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სიახლეების დროა. ამჟამად ახალ მუსიკაზე ვმუშაობ და ზაფხულისთვის კონცერტებს ვგეგმავ”, – აღნიშნა უილ ბათლერმა.

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კრიტიკოსები მას 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა რიგით მესამე ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა, რომელმაც საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მიიღო. ჯგუფის 6 სტუდიური ნამუშევრიდან სამი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ალბომი Come Home the Kids Miss You გამოუშვა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ბედ ბანიმ ალბომი Un Verano Sin Ti გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

„სცენაზე ამოდი და თქვი, რისი თქმაც გინდა,” - მიმართა მუსიკოსმა დარბაზში მყოფ მამაკაცს მელბურნში გამართული სოლო კონცერტის დროს.
მეტი

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი