Charlie Puth-ის „წარმოუდგენლად გულწრფელი“ ალბომი Whatever’s Clever! – უკვე გამოვიდა

ამ ალბომში მუსიკოსის მთავარი მიზანი მდიდარი, თბილი და მასშტაბური ჟღერადობის ჩანაწერის შექმნა იყო.
Charlie Puth 2026 წლის „წლის ადამიანის“ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი 30 იანვარი. Michael Buckner/Billboard
Charlie Puth 2026 წლის „წლის ადამიანის“ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი 30 იანვარი.
Michael Buckner/Billboard

Charlie Puth ბოლო პერიოდში საკმაოდ დაკავებულია. პოპმომღერალი და კომპოზიტორი ცოტა ხნის წინ მამა გახდა. გასულ თვეს მან Levi’s Stadium-ზე Super Bowl LX ამერიკის ჰიმნით გახსნა. დღეს, 27 მარტს კი მისი მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Whatever’s Clever! – Atlantic Records-ის მეშვეობით გამოვიდა.

„ამ ალბომის შესაქმნელად საკუთარ თავში ღრმად ჩახედვა დამჭირდა. ვმღერი იმ თემებზე, რაზეც აქამდე არასდროს მიმღერია. მსმენელი ჩემს მუსიკას უფრო იცნობდა, ვიდრე უშუალოდ მე, რადგან მათ ამის შანსს არ ვაძლევდი. ეს ალბომი კი სწორედ ის შანსია, რომ  უკეთ გამიცნონ.” –   ამბობს არტისტი ახალ ალბომზე. Charlie Puth-ის მიზანი იყო შეექმნა „მდიდარი, თბილი და მასშტაბური ჟღერადობის ჩანაწერი“. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მან პროდიუსერ BloodPop-თან ითანამშრომლა, რომელმაც Charlie Puth-ს ურჩია „გამოეყენებინა ისეთი ჟღერადობა, რომელსაც აქამდე არ შეხებია, დაეწერა ისეთი სიმღერები, რომლებიც წარსულში მისთვის, შესაძლოა, დისკომფორტსაც კი ქმნიდა.”

ალბომში არაერთი ცნობილი არტისტი მონაწილეობს: მაიკლ მაკდონალდი და კენი ლოგინსი,  რომლებმაც წვლილი შეიტანეს ე.წ. Yacht Rock სტილის სიმღერაში – Love In Exile. მასში აგრეთვე  მონაწილეობს მსახიობი ჯეფ გოლდბლუმი, რომლის მონოლოგიც სიმღერის Until It Happens To You-ის ტექსტში ჟღერს, ასევე Kenny G (Cry), რეივენ ლენეს (New Jersey) და ჰიკარუ უტადას (Home).

Charlie Puth 26 მარტს კვლავ გამოჩნდა ტელეეკრანებზე, მან მონაწილეობა მიიღო გადაცემაში Jimmy Kimmel Live!,  სადაც კოკო ჯონსთან ერთად ახალი ალბომიდან სიმღერა Sideways შეასრულა.   მისი მსოფლიო ტურნე  WHATEVER’S CLEVER! 22 აპრილს სან-დიეგოს Viejas Arena-დან აიღებს სტარტს, ივნისსა და ივლისში კი კონცერტები ევროპაში გაგრძელდება. 

Charlie Puth-ის კარიერული მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია: მისი მუსიკის ე.წ. სტრიმინგი  35 მილიარდს აჭარბებს. არტისტს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: ცხრა მულტიპლატინის სტატუსის მქონე სინგლი, „გრემის“ ოთხი ნომინაცია, Billboard Music Awards-ის სამი ჯილდო, ასევე Critics’ Choice Awards-ის პრიზი და „ოქრის გლობუსის” ნომინაცია. 

„სასაცილო ისაა, რომ ამ 12 სიმღერიდან არცერთს არ მივიჩნევ ჭკვიანურად, მე მათ უბრალოდ ნამდვილს ვუწოდებ“, – განუცხადა  Charlie Puth-მა ტომას მიერს ლოს-ანჯელესის Blue Note Jazz Club-ში ინტერვიუს დროს. მისივე თქმით Whatever’s Clever! თავისი არსით ჯაზური და „წარმოუდგენლად გულწრფელია“. 

მოისმინეთ Charlie Puth-ის ალბომი Whatever’s Clever:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ის წლის არტისტი გახდა

შემდეგი სტატია

ხვიჩა კვარაცხელია საქართველო-ისრაელის მატჩს სოციალურ ქსელში „მგზავრებისა” და ტაჰას სიმღერის ფონზე ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი