ხვიჩა კვარაცხელია საქართველო-ისრაელის მატჩს სოციალურ ქსელში „მგზავრებისა” და ტაჰას სიმღერის ფონზე ეხმაურება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა კაპიტანმა ინსტაგრამზე ამხანაგური თამაშის ფოტოები გააზიარა.

საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა კაპიტანმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა, რომელსაც ფონად გასდევს „მგზავრებისა” და ტაჰას ერთობლივი ნამუშევარი „სახლი”. 

ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების სერია მოიცავს კადრებს საფეხბურთო მატჩიდან, რომელიც 26 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. „განსაკუთრებული საღამო სახლში. მადლობელი ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის. ერთად უფრო ძლიერები ვართ. მადლობა გულშემატკივრობისთვის!” – წერს კვარაცხელია.

„სახლი” „მგზავრების” უახლესი ნამუშევარია, რომელიც 19 თებერვალს გამოვიდა. ჯგუფთან ერთად სიმღერაში მონაწილეობს რეპერი ტაჰა. ნამუშევარს თან ახლავს ვიდეოკლიპიც, რომლის რეჟისორი ზვიდ ციკოლიაა. 

რაც შეეხება, საქართველო-ისრაელს შორის გამართულ მატჩს, ის ფრედ, 2:2 დასრულდა. ეს პირველი თამაში იყო, როცა ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ეროვნული ნაკრების ოფიციალური კაპიტნის რანგში წარდგა მას შემდეგ, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება დააანონსა. საფეხბურთო ნაკრების ახალ კაპიტნად კი ვილი სანიოლიმ სწორედ კვარაცხელია დაასახელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charlie Puth 2026 წლის „წლის ადამიანის“ დაჯილდოებაზე, ლოს-ანჯელესი 30 იანვარი. Michael Buckner/Billboard

Charlie Puth-ის „წარმოუდგენლად გულწრფელი“ ალბომი Whatever’s Clever! – უკვე გამოვიდა

შემდეგი სტატია

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი