Nini Iris-ის მომავალ  EP-ში ქართულენოვანი სინგლი – „გისმენ” შევა

სიმღერა კვარტეტთან ერთად ჩაიწერა.
Nini Iris
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

მუსიკოსი Nini Iris მალე ახალ EP-ის გამოსცემს. ალბომში შევა ქართულენოვანი სიმღერა, სახელწოდებით „გისმენ”, რომელიც კვარტეტთან ერთად ჩაიწერა. სიმღერის პროდიუსერი გიორგი სანოძეა, ხოლო ხმების არანჟირებაზე დავით გოგოლაშვილმა იმუშავა. როგორც Nini Iris-ის მენეჯერმა, მარი შარმანმა Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, სიმღერის აკუსტიკური ვერსია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აკუსტიკისთვის” ჩაიწერა და ცოცხალი შესრულების ვიდეოს მაყურებელი გადაცემაში მალე იხილავს.

Nini Iris ქართველი მუსიკოსია, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ის არის პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ამერიკულ The Voice-ში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალშიც მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სამსახიობო კარიერამდე კილიან მერფი ბენდში უკრავდა

შემდეგი სტატია

ვინსენ გარსია Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი