ნინი ნუცუბიძის ახალი ალბომი

IN MY D.N.A პირველ აპრილს გამოვიდა.

ნინი ნუცუბიძემ ახალი ალბომი გამოსცა. ჩანაწერი, სახელწოდებით IN MY D.N.A პირველ აპრილს Break Records-ის ლეიბლზე გამოვიდა. 

პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღწერაში ვკითხულობთ, რომ მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ჟანრის გავლენები და ის ემოციური გზა, რომელიც არტისტმა ბოლო პერიოდში გაიარა. ალბომი ნინის მუსიკალური იდენტობის მრავალფეროვანი და სიღრმისეული გამოხატვაა. 

პროექტის პროდიუსერები არიან თავად ნინი ნუცუბიძე და ნიკალა ზუბიაშვილი. მასში მონაწილეობენ მუსიკოსები: Janngo, გიორგი ცაგარელი, გიორგი გიგაშვილი და ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტი  Yo OG.

ჩანაწერში შესულია ნინისა და Janngo-ს ცნობილი სიმღერა The Moon, რომლის გაორკესტრება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. 

ალბომის უკვე გამოსულ სინგლებს შორისაა Vghelav და Mdevari, რომელიც აერთიანებს Skazz-ის „მდევარსა“ და Vinda & Eko-ს Therapy-ს, თუმცა ჟანრობრივად სრულიად განსხვავდება ორიგინალი ვერსიებისგან. ნამუშევარი გამოირჩევა იმითაც, რომ მასში  გიორგი ცაგარელი და მისი კამერული ორკესტრი მონაწილეობენ. 

IN MY D.N.A-ს საპრეზენტაციო კონცერტი 18 აპრილს Tatuza Jazz Club-ში გაიმართება. შემოდგომაზე კი მასშტაბური კონცერტი იგეგმება, სადაც არტისტი მსმენელის წინაშე ორკესტრთან ერთად წარდგება. 

მოუსმინეთ ალბომს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

sTia-ს მუსიკალური მემკვიდრეობა

შემდეგი სტატია

ALAGALA G - Denivar Levy, NAKASHA

ALAGALA G – ლევან ოქროპირიძისა და ალექსანდრე ნაკაშიძის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი