Severance-ის კომპოზიტორ თეოდორ შაპიროს 2026 წლის კინოს, ტელევიზიისა და ვიზუალური მედიის დაჯილდოებაზე BMI Icon-ის წოდება მიენიჭება

ცერემონია მაისში ბევერლი ჰილსში გაიმართება.
თეოდორ შაპირო
PHOTO BY REBECCA SAPP/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

კომპოზიტორი თეოდორ შაპირო BMI Icon-ის ჯილდოს მიიღებს 2026 წლის კინოს, ტელევიზიისა და ვიზუალური მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 მაისს ბევერლი ჰილსში, კალიფორნიაში გაიმართება. შაპიროს მოგებული აქვს ორი პრაიმტაიმ ემი სერიალის საუკეთესო მუსიკალური კომპოზიციისთვის. წელს მან ასევე მიიღო გრემის ნომინაცია ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო საუნდტრეკისთვის. 

„მოხარულები ვართ, რომ ტედის BMI Icon-ის ჯილდოს გადავცემთ,” – აღნიშნა BMI-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტრეისი მაკნაიტმა. „მან ორ დეკადაზე მეტი გაატარა ყველა იმ სიუჟეტის გამდიდრებაში, რასაც კი შეეხო. მისი საუნდტრეკები კი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების სინონიმებად იქცა.” 

შექმნილი საუნდტრეკებისთვის შაპიროს ჯამში BMI-ს 25 ჯილდო აქვს მოგებული. მისი საკომპოზიტორო კარიერა მოიცავს როგორც კომედიას („ეშმაკს აცვია პრადა” და 13 Going on 30), ასევე დრამას (Bombshell და The Eyes of Tammy Faye). პირველი პრაიმტაიმ ემის ნომინაცია მან 2012 წელს მიიღო. 

შაპირომ შექმნა საუნდტრეკი 2025 წლის თრილერისთვის The Housemaid და მუსიკალურად გააფორმა „ეშმაკს აცვია პრადა 2”, რომელიც კინოთეატრებში პირველ მაისს გამოვა. მის ნამუშევრებს შორისაა ასევე Focker in Law და მინისერიალი The Off Weeks. 

მანამდე BMI Icon-ის ჯილდო მიღებული აქვთ ტერენს ბლანჩარდს, მაიკლ დანას, ალექსანდრ დეპლას, მაიკ პოსტს, ატიკუს როსს, ჯონ უილიამსს და სხვა კომპოზიტორებს. 

13 მაისის ცერემონია ასევე პატივს მიაგებს გასული წლის მაღალბიუჯეტიანი ფილმების, მაღალრეიტინგიანი სატელევიზიო სერიალებისა და წარმატებული მედიაპროგრამების კომპოზიტორებს. ღონისძიებას ტრეისი მაკნაიტთან ერთად BMI-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ო’ნილი და BMI-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ სტენბერგი გაუძღვებიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

HULU-ზე 50 CENT-ის შესახებ გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

ტრენტ რეზნორი, Boys Noize და ატიკუს როსი დისნეის Tron: Ares-ის მსოფლიო პრემიერაზე, ჰოლივუდი, კალიფორნია, 2025 წლის 6 ოქტომბერი ალბერტო ე. როდრიგესი/Getty Images for Disney

Nine Inch Nails და Boys Noize კოლაბორაციულ ალბომს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი