Nine Inch Nails და Boys Noize კოლაბორაციულ ალბომს აანონსებენ

ალბომი მას შემდეგ გამოვა, რაც ორი შემსრულებელი Nine Inch Noize-ის სახელით მსოფლიო დებიუტს Coachella-ზე გამართავს.
ტრენტ რეზნორი, Boys Noize და ატიკუს როსი დისნეის Tron: Ares-ის მსოფლიო პრემიერაზე, ჰოლივუდი, კალიფორნია, 2025 წლის 6 ოქტომბერი ალბერტო ე. როდრიგესი/Getty Images for Disney
ტრენტ რეზნორი, Boys Noize და ატიკუს როსი დისნეის Tron: Ares-ის მსოფლიო პრემიერაზე, ჰოლივუდი, კალიფორნია, 2025 წლის 6 ოქტომბერი
ალბერტო ე. როდრიგესი/Getty Images for Disney

Nine Inch Nails-მა და Boys Noize-მა  Coachella-ზე გლობალური დებიუტის წინ, რომელიც 11 აპრილს გაიმართება,  ერთობლივი ალბომის გამოსვლა დააანონსეს. როგორც ჩანს, ალბომის სახელი ჯგუფის სახელწოდებას გაიმეორებს. პროექტის გამოსვლა კი 17 აპრილს, Coachella-ს ფესტივალიდან ექვსი დღის შემდეგ იგეგმება. 

ჯგუფი მომდევნო კვირაში სცენას განმეორებითი გამოსვლისთვისაც დაუბრუნდება. ორივე შოუზე მუსიკა, სავარაუდოდ, ახალი ალომიდანაც შესრულდება. 

არტისტების ერთობლივი ჩანაწერის გამოსვლა სულაც არ არის გასაკვირი, რადგან Nine Inch Nails-ის 2025-26 წლების ტურნეს – Peel It Back-ის წარმდგენი არტისტი სწორედ Boys Noize იყო. სამოცდასამდღიან საერთაშორისო ტურნეზე ორივე შემსრულებელი შოუს გარკვეულ ნაწილს ერთადაც ასრულებდა.

ალბომის შესახებ ინფორმაცია არტისტებმა 8 აპრილს სოციალურ ქსელში გააზიარეს. Nine Inch Nails-მა და Boys Noize-მა  ალბომის ყდაც გამოაქვეყნეს, სადაც ნარინჯისფერ კვადრატზე წერია:  Nine Inch Nails, ხოლო ბოლო N-ის ქვეშ ვერტიკალურად მიწერილია oize.

ტურნე Peel It Back მარტში, კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში დასრულდა. სწორედ ამ კონცერტზე ბენდის ფრონტმენმა ტრენტ რეზნორმა ტულსაში გამართულ შოუზე გაკეთებული განცხადება განმარტა. მაშინ გაჩნდა ვარაუდი, რომ ბენდი ტურნეებს აღარ გამართავდა.

გულშემატკივრების მიერ გავრცელებულ YouTube ვიდეოში ტრენტ რეზნორმა აღნიშნა, რომ ეს იყო Peel It Back ტურნეს ბოლო შოუ და დასძინა:

„გასაგებად მინდა განგიმარტოთ. მგონი, რამდენიმე დღის წინ ისეთი რამ ვთქვი, რაც შემდეგ არასწორად იქნა აღქმული. მე ვთქვი, რომ ეს არის ამ ტურნეს ბოლო კონცერტი და არც ამ ეტაპზე და არც ახლო მომავალში არ გვაქვს დაგეგმილი ახალი შოუები.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება აღარასოდეს წავიდეთ ტურნეში. ეს არ მოხდება მომავალ თვეში, არ მოხდება წელს, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ვჩერდებით და ეს არც მიგულისხმია“. – აღნიშნა მან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Severance-ის კომპოზიტორ თეოდორ შაპიროს 2026 წლის კინოს, ტელევიზიისა და ვიზუალური მედიის დაჯილდოებაზე BMI Icon-ის წოდება მიენიჭება

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე 83-ე ყოველწლიურ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, ბევერლი ჰილტონი, 2026 წლის 11 იანვარი, კრისტოფერ პოლკი /2026GG/Penske Media

არიანა გრანდე ადასტურებს, რომ სტუდიაში დაბრუნდა – ახალი ალბომის შესახებ ჭორები მართლდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი