P!NK 2026 წლის ტონის დაჯილდოებას გაუძღვება

ჰიტების შემქმნელი არტისტი პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარკსვლავია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ტონის დაჯილდოება წაუყვანია.
P!nk - Apple-ის All Of You-ს პრემიერაზე. 2025 წლის 17 სექტემბერი, ნიუ-იორკი. DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES
P!nk – Apple-ის All Of You-ს პრემიერაზე. 2025 წლის 17 სექტემბერი, ნიუ-იორკი.
DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

P!nk, რომელიც თეატრის დიდი გულშემატკივარია, 79-ე ყოველწლიური ტონის დაჯილდოების  (Tony Awards)  წამყვანი იქნება.  ღონისძიება პირდაპირ ეთერში Radio City Music Hall-იდან 7 ივნისს გადაიცემა.

ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია CBS-ის ეთერშიც გავა, ონლაინ სტრიმინგი კი Paramount+-ზეც  იქნება ხელმისაწვდომი. 

„ჩემთვის უდიდესი პატივია იმ საღამოს წაყვანა, რომელიც შოუბიზნესის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანებს ეძღვნება. ბროდვეიმ ჩამოაყალიბა ჩემი ცხოვრება და  დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ ვდგამ საკუთარ შოუებს. ეს არის საზოგადოება, რომელიც სავსეა მზრუნველი და ინკლუზიური გარემოთი, სადაც ნიჭიერების და სიყვარულის ზეიმია. ეს ხალხი ყოველდღიურად ჯადოსნურ მაგიას ქმნის. მოუთმენლად ველი მათთან და მსოფლიოსთან ერთად ამ წარმატების გაზიარებას.” – განაცხადა P!NK-მა.

„როდესაც ტონის დაჯილდოების წაყვანა შემომთავაზეს, პირველ რიგში გავიფიქრე: ამისთვის ჩემი ქალიშვილის ნებართვა დამჭირდება. მე არასოდეს ვყოფილვარ ბროდვეის სცენაზე და თითქოს ლოგიკურია, რომ წამყვანს ბროდვეის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს, არა?  ეს სამართლიანი და სწორი იქნებოდა, მაგრამ როცა ჩემს შვილს ვკითხე, მას ძალიან გაუხარდა, რადგან  ტონის დაჯილდოებაზე დასასწრებ ბილეთს მიიღებდა, ასე რომ მე მიმყავს ტონი.  ძალიან ვღელავ, თან ცოტას ვნერვიულობ, რადგან ჩემი ქალიშვილი საკმაოდ მკაცრი მაყურებელია!“ – გაუზიარა ინსტაგრამზე სიახლე  P!nk-მა  გულშემატკივრებს.

P!nk, რომელიც Billboard Hot 100-ში ოთხ N1 პირველ ჰიტსა და Billboard 200-ში სამ N1 ალბომს ფლობს, ყველაზე დიდი პოპვარსკვლავია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე ტონის დაჯილდოება წაუყვანია.  2018 წელს შოუს თანაწამყვანები ჯოშ გრობანი (Billboard 200-ში სამი N1 ალბომი) და სარა ბარეილისი (Billboard 200-ში ერთი N1 ალბომი) იყვნენ. ტონის დაჯილდოება მიუზიკლების არაერთ ვარსკვლავს წაუყვანია, თუმცა მათ შორის ცოტა თუ იყო გლობალური პოპვარსკვლავი. ტონის დაჯილდოების წამყვანები, რომელთაც მუსიკალურ სფეროშიც არაერთი წარმატება ჰქონიათ, იყვნენ:  ჯული ენდრიუსი, ლაიზა მინელი, სინტია ერივო, ოდრა მაკდონალდი, ლესლი ოდომ უმცროსი, ბერნადეტ პიტერსი, გრეგორი ჰაინსი, ჰიუ ჯეკმანი და კრისტინ ჩენოუეთი.

2026 წლის ტონის დაჯილდოების აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, რაჯ კაპურმა, სარა ლევინ ჰოლმა და ჯეკ სასმანმა  განაცხადეს: „უზომოდ მოხარულები ვართ, რომ წელს  ტონის დაჯილდოების წამყვანი შეუდარებელი P!nk  იქნება. ის უშიშარი არტისტია, რომლის ძლიერი ხმა, ენერგიული სასცენო გამოსვლები და ავთენტურობა სრულად ასახავს ცოცხალი შესრულებისა და თეატრის სულს. დარწმუნებულები ვართ, რომ ბროდვეის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს იგი ახალ ენერგიას შემატებს.”  

რაჯ კაპური ასევე გრემის, ოსკარისა და ქანთრი მუსიკის აკადემიის (ACM) დაჯილდოების აღმასრულებელი პროდიუსერია.

„P!nk გამორჩეული არტისტია, მისი კრეატიულობა შთამაგონებელია, მისი ენერგიული ცოცხალი შესრულებები ძლიერ დასამახსოვრებელ შოუს შექმნის, რომელიც ბროდვეის ამ სეზონის მნიშვნელოვან მიღწევებს მიეძღვნება.” –  აღნიშნა  CBS-ის სპეციალური პროექტების ვიცე-პრეზიდენტმა მაკენზი მიჩელმა.

P!nk-ის მუსიკა ბროდვეის ორ მიმდინარე სპექტაკლში ჟღერს: Raise Your Glass – Moulin Rouge!-ისა და F–kin’ Perfect & Juliet-ის მიუზიკლებში. ეს იქნება ზედიზედ მეექვსე წელი, როდესაც ტონის დაჯილდოებას ქალი ვარსკვლავი წაიყვანს: 2021 წელს მისი წამყვანი ოდრა მაკდონალდი იყო, 2022-2024 წლებში – არიანა დებოზი, ხოლო გასულ წელს – სინტია ერივო.

P!nk-ის  Hot 100 ჩარტში N1 ჰიტებია: Lady Marmalade (კოლაბორაცია კრისტინა აგილერასთან, Lil’ Kim-თან და Mya-სთან), So What, Raise Your Glass და Just Give Me a Reason (დუეტი ნეიტ რუესთან).  Billboard 200-ში მისი N1 ალბომებია: The Truth About Love, Beautiful Trauma და Hurts 2B Human.

ტონის დაჯილდოება Tony Award Productions-თან თანამშრომლობით იმართება, რომელიც American Theatre Wing-ისა და The Broadway League-ის ერთობლივი პროექტია. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: რაჯ კაპური, სარა ლევინ ჰოლი და ჯეკ სუსმანი, ამასთანავე, რაჯ კაპური და სარა ლევინ ჰოლი პროექტის შემოქმედებით ნაწილსაც უხელმძღვანელებენ.  პატრიკ მენტონი და რობ პეინი თანააღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან, ხოლო პატრიკ მენტონი, ამავდროულად, მოწვეულ არტისტებთან მუშაობის მიმართულებასაც გარუძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

შემდეგი სტატია

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი