მადონა ოფიციალურად შევიდა Confessions on the Dance Floor 2-ის ერაში. 14 აპრილს პოპვარსკვლავმა საკუთარ ვებგვერდზე დამაინტრიგებელი ინსტრუმენტული მონაკვეთი და პროვოკაციული ფოტო გააზიარა.
ფოტოზე მადონას ვერცხლისფერი ჩექმები აცვია, მომღერლის ფეხებს შორის კი დინამიკია მოთავსებული. აღნიშნული ფეხსაცმელი YSL-ის იმ მუქი იისფერი ჩექმების განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც მადონას თავდაპირველი Confessions-ის ერაში ეცვა. ფოტოს თან ახლავს უსათაურო ინსტრუმენტული ფრაგმენტი, რომელიც კოსმოსურ მედიტაციურ საუნდტრეკს ჰგავს.
ალბომის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ თითქმის ორი დეკადის შემდეგ ეს იქნება მადონას დაბრუნება მშობლიურ ლეიბლზე – Warner Records-ზე. ლეიბლზე დაბრუნებით ფანების აღტაცება პოპის დედოფალმა ჯერ კიდევ ნოემბერში გამოიწვია, როცა Confessions on a Dance Floor Twenty Years Edition გამოსცა – 2005 წლის ალბომის გაფართოებული ვერსია, რომელშც შედის ჰიტები Hung Up, Sorry და Get Together.
ალბომის გამოცემამდე მადონამ დააანონსა: „თითქმის ოცი წელი გავიდა და Warner Records-თან თავს მაინც სახლში ვგრძნობ! დავუბრუნდი მუსიკას, დავუბრუნდი Dance Floor-ს, დავბრუნდი იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. COADF – Pt. 2 2026.” ალბომის გაფართოებული ვერსია მოჰყვა მადონას მუსიკალური რეფლექსიის წელიწადს, რომელიც მოიცავდა ივლისში გამოცემულ Veronica Electronica-ს – 1998 წლის Ray of Light-ის რვა სიმღერის იშვიათი და გამოუცემელი რემიქსების კრებულს. ასევე, ნოემბერში მან განაახლა 1994 წლის ალბომი Bedtime Stories და გამოსცა Bedtime Stories – The Untold Chapter EP, რომელიც რვა სიმღერას მოიცავდა.
ცოტა ხნის წინ მადონა ვენეციაში, სეთ როჯენის სატელევიზიო სერიალის, The Studio-ს გადაღებებზე დააფიქსირეს.