18 აპრილს Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში ტერასის სეზონი იხსნება

ტერასის სეზონის პირველი ლაივის ფარგლებში მსმენელის წინაშე თემურიკო დიასამიძე წარდგება.
თემურიკო დიასამიძე
Rolling Stone Rooftop Bar IG

18 აპრილს სასტუმრო „ტელეგრაფის“ სივრცეში მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარი ღია ტერასის სეზონს ხსნის. პირველი ლაივის ფარგლებში მსმენელის წინაშე თემურიკო დიასამიძე წარდგება. მუსიკალურ პროგრამას 17:00 საათიდან Vako გახსნის, თემურიკო დიასამიძე კი სტუმრებისათვის 20:00 საათიდან დაუკრავს.

ბილეთების შეძენა ბარის კარზეა შესაძლებელი. სივრცეში მოსახვედრად მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა – 25+.

Rolling Stone-ის რუფტოპ ბარი მსოფლიოში პირველი სივრცეა, რომელიც ამ საკულტო ბრენდის სახელით ოპერირებს. პრემიუმ კლასის სერვისი, ქალაქის შთამბეჭდავი ხედები და საგანგებოდ შერჩეული მუსიკალური პროგრამა ამ ადგილის უნიკალურობას განსაზღვრავს.

დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Rolling Stone-ის რუფტოპ ბარის ოფიციალურ გვერდს ინსტაგრამზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონა Confessions on the Dance Floor 2-ის გამოსვლას აანონსებს 

შემდეგი სტატია

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი