ჯეი-ჯეი იოჰანსონისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი

ღონისძიება 9 მაისს Factory Tbilisi-ში გაიმართება.

9 მაისს Factory Tbilisi ჯეი-ჯეი იოჰანსონს უმასპინძლებს. შვედი მუსიკოსი ამჯერად სცენაზე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგება და საკუთარ შემოქმედებას მსმენელს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაუზიარებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ანსამბლი შავნაბადა.

ღონისძიება მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯეი-ჯეი იოჰანსონი საქართველოს ეწვევა. მუსიკოსი 2016 წლიდან სტუმრობს საქართველოს და არაერთი კონცერტი აქვს გამართული თბილისის სხვადასხვა სცენაზე, მათ შორისაა Factory Tbilisi-ც, სადაც იოჰანსონი გასულ წელს ერთხელ უკვე წარდგა მსმენელის წინაშე. 

ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს Billboard საქართველომ ჯეი-ჯეი იოჰანსონთან ინტერვიუ ჩაწერა.

კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი