ოლივია როდრიგო დაანონსებული ალბომის შემოქმედებით ეტაპს ახალი სინგლით – DROP DEAD-ით იწყებს

სიმღერა მომავალი ალბომის, სახელწოდებით You Seem Pretty Sad for a Girl So in Love მთავარი სინგლია.
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN
Olivia Rodrigo
ADRIAN MARTIN

17 აპრილს ოლივია როდრიგომ ახალი სიმღერა – Drop Dead გამოუშვა. ეს პირველი სინგლია, რომელიც პოპვარსკვლავმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ წარადგინა. ტრეკი ერთ-ერთია იმ 13 კომპოზიციიდან, რომლებიც ივნისში დაგეგმილ LP-ში შევა. You Seem Pretty Sad for a Girl So in Love  იქნება როდრიგოს პირველი სრული ალბომი 2023 წლის Billboard 200-ის ლიდერი Guts-ის შემდეგ.

Drop Dead მსმენელს პირველ წარმოდგენას უქმნის არტისტის ახალი ალბომის კონცეფციაზე, რომლის შესახებაც მან ცოტა ხნის წინ British Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მივხვდი, რომ ჩემი რჩეული სასიყვარულო სიმღერები იმიტომაა ლამაზი, რომ მათში ყოველთვის არის შიშის ან ძლიერი ლტოლვის განწყობა,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ახალი ალბომი სავსე იქნება სევდიანი სასიყვარულო სიმღერებით. 

„მეგონა, როგორც კი კარგ ურთიერთობაში აღმოვჩნდებოდი, საკუთარ თავთანაც მაშინვე ჰარმონიას ვიპოვიდი და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ხდება. მე ნამდვილად შეყვარებულის ტიპაჟი ვარ. მინდა ვიყო ერთგულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობაში, მაგრამ დღესდღეობით ეს რთულია“.

სინგლის გამოსვლამდე გრემის მფლობელმა შემსრულებელმა სოციალურ ქსელში რამდენიმე თიზერიც გააზიარა. ერთ-ერთ ასეთ ფრაგმენტულ ვიდეოში როდრიგო მატარებლის ფანჯრიდან იყურება, კადრზე კი ვარდისფერი წარწერაა: „ეს ქალური ინტუიციაა“.

ოლივია როდრიგოს წინა ორი ალბომის წამყვანმა სინგლებმა Billboard Hot 100-ის ჩარტის მოწინავე პოზიციები დაიკავეს. თავდაპირველად იყო Drivers License, რომელმაც როდრიგო გლობალურ სუპერვარსკვლავად აქცია ჯერ კიდევ სადებიუტო ალბომის – Sour-ის გამოსვლამდე. შემდეგ კი იყო Vampire, რომელმაც ჩარტების ლიდერი პოზიციები დაიპყრო.

მოუსმინეთ ოლივია როდრიგოს ახალ ნამუშევარს – Drop Dead:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კოაჩელადან მიღებულ შემოსავალს მობი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს შესწირავს

შემდეგი სტატია

„საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი