„საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება

ტურნემდე ორკესტრი კონცერტებს თბილისსა და გურჯაანში გამართავს.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთამერიკულ ტურნეში მიემგზავრება. 9-დან 24 მაისამდე ორკესტრი ბრაზილიასა და არგენტინაში ცხრა კონცერტს გამართავს. ქართველი მუსიკოსები წარდგებიან ლათინური ამერიკის ისეთ პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა რიო-დე-ჟანეიროსა და ბუენოს-აირესის წამყვანი საკონცერტო დარბაზები, მათ შორის – ლეგენდარული Teatro Colón. „საქართველოს სინფონიეტა“ პირველი ქართული ორკესტრია, რომელიც ბრაზილიასა და არგენტინაში დაუკრავს.

ტურნეში წასვლამდე ორკესტრი კონცერტებს საქართველოში გამართავს – 23 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში, ხოლო 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. კონცერტებზე შედგება მსოფლიოში ცნობილი კრემონელი ოსტატების მიერ დამზადებული სიმებიანი საკრავების პრეზენტაცია, რომლებიც ორკესტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა. კონცერტის წინ, 18:30 საათზე, მსმენელს ახალი ინსტრუმენტების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა, 19:00 საათიდან კი კანადელი დირიჟორის, მაესტრო  ნურჰან არმანის ხელმძღვანელობით „საქართველოს სინფონიეტა“  ვივალდის, მოცარტის, ელგარის, შოსტაკოვიჩისა და სულხან ნასიძის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო დაანონსებული ალბომის შემოქმედებით ეტაპს ახალი სინგლით – DROP DEAD-ით იწყებს

შემდეგი სტატია

NEUX-მა  პირველი ტექნო რელიზი – Silent გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი