ნახეთ: ქანიე ვესთი სინგლის Life of the Party კლიპს ავრცელებს

ფოტო; Stephane Cardinale/Corbis via GI

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა 8 მაისს, დედის დღეს ალბომის Donda დელუქს ვერსიაში შესულ სინგლზე Life of the Party შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპში მუსიკოსის ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფოტოებიაა გამოყენებული, რომლებიც ე.წ. დიფფეიქ ტექნოლოგიის საშუალებით რეპერის ვერსებს ასრულებენ. კომპოზიციაში André 3000 მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში გამოყენებულ სურათებში ქანიეს Yeezy Gap-ისა და Balenciaga-ს ერთობლივი კოლექციიდან სამოსი აქვს მორგებული. ეს ქანიესა და დემნა გვასალიას პირველი თანამშრომლობაა. ტანსაცმლის შეძენა 25 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო და დღემდე 11 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 160 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ ჰოპ არტისტად მიიჩნევა. ქანიე მეორე რეპერია ჯეი ზის შემდეგ, რომელმაც რეკორდული, 24 გრემის ჯილდოს მოპოვება შეძლო. ის აგრეთვე კომერციულად წარმატებული ბრენდის Yeezy დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: BTS კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი Outcast-ის ჰიტს The Way You Move ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი