ნახეთ: კელი კლარკსონი Outcast-ის ჰიტს The Way You Move ასრულებს

ფოტო: We Are the Rhoads/Billboard

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ცნობილი ჰიპ ჰოპ დუეტის Outcast ჰიტი The Way You Move შეასრულა. მუსიკოსს სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all ახლდა.

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს King of Wishful Thinking ასრულებს

2003 წელს გავრცელებული კომპოზიცია The Way You Move ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 39 კვირა გაატარა. ტრეკი დუეტის ალბომში Speakerboxxx/The Love Below არის წარმოდგენილი. მას ბიგ ბოი და პროდიუსერი, სლიფი ბრაუნი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ მათ ნამუშევარი 2019 წლის სუპერ ბოულის შოუზე გააცოცხლეს, როდესაც სცენაზე ჯგუფს Maroon 5 შეუერთდნენ. 

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ქანიე ვესთი სინგლის Life of the Party კლიპს ავრცელებს

შემდეგი სტატია

One Direction-ის კლიპის Drag Me Down ნახვებმა მილიარდს გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი