2026 წლის მაისში წინანდლის ისტორიულ მამულში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება. Silk Hospitality-ს ორგანიზებითა და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამული პირველად უმასპინძლებს „სუხიშვილების“ ფესტივალს, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის მრავალფეროვნებასა და დინამიკას ერთ სცენაზე გააერთიანებს.
ფესტივალი 22, 23 და 24 მაისს გაიმართება. წინანდლის ამფითეატრის სცენაზე აუდიტორია სამ განსხვავებულ პროგრამას – სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შერჩეულ სამ ქორეოგრაფიულ კონცეფციას იხილავს. 22 მაისს ფესტივალს გახსნის კლასიკური პროგრამა, რომელიც ანსამბლის ტრადიციულ და საეტაპო ნომრებს წარმოადგენს. 23 მაისს სცენას დაიკავებს „ზეკარი“ – ილიკო სუხიშვილის ექსპერიმენტული და თანამედროვე ხედვით შექმნილი ქორეოგრაფიული პროექტი. 24 მაისს, ფესტივალის დასკვნით დღეს კი, მაყურებელი იხილავს დადგმას სახელწოდებით – „ქარაბშა“
გარდა საღამოს წარმოდგენებისა, ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ „სუხიშვილების“ ცეკვის აკადემიის ბავშვთა ანსამბლის გამოსვლებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მამულში მოწყობილ საარქივო გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი უნიკალური საცეკვაო კოსტიუმები და ფოტომასალა, რომელიც დამთვალიერებელს „სუხიშვილების” ისტორიაში ამოგზაურებს.
ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის მოქმედებს წინანდლის სასტუმროს ნაკრებები. დამატებით ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ SOLO Visa ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, როგორც ინდივიდუალურ ბილეთებზე, ისე სასტუმროს პაკეტებზე.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ფესტივალის მასპინძლები არიან: Silk Hospitality და წინანდლის მამული; გენერალური სპონსორი: SOLO; მხარდამჭერები: Visa და Silknet.