გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
SMRT25
Billboard China

13 აპრილს Billboard China-მ გლობალური გავრცელებისთვის ახალი სპეციალური გამოცემა, სახელწოდებით SPOTLIGHT წარადგინა, რომელიც ჩინეთის მუსიკალური ბაზრისთვის სპეციალური პირველი ფიზიკური და ციფრული პუბლიკაციაა. პროექტი ფოკუსირებულია გამორჩეულ არტისტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს. ისინი საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარსა და მსმენელებს სთავაზობენ მასალას, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის ღირებულებებს, მხატვრულ დატვირთვას და საკოლექციო მნიშვნელობას.

ციფრული გამოცემა (Digital Issue) ყურადღებას ამახვილებს ამომავალ ვარსკვლავებზე, რომლებიც შემოქმედებითი პოტენციალით გამოირჩევიან. მოქნილი და ხელმისაწვდომი ფორმატის საშუალებით, ის ასახავს ახალგაზრდული მუსიკალური კულტურის უახლეს ტენდენციებს და პოპმუსიკის მომავალი ტრენდების ერთგვარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.

არტისტის წიგნი (Artist Book) პოსტერის ფორმატის არტ-წიგნებია, რომლებიც პოპულარული და მულტიმედია არტისტების შემოქმედებით ხედვას იკვლევს. ვიზუალური მასალის, ინტერვიუებისა და კრეატიული კონტენტის სინთეზით, ის „მუსიკალური ინსპირაციების სახელმძღვანელოს“ ფუნქციას ასრულებს.

ჟურნალი (Magazine) ყურადღებას ამახვილებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებზე, რომლებიც ერთდროულად მუსიკისა და მოდის სამყაროს წარმომადგენლები არიან. იგი ჩინეთში პირველი გამოცემაა, რომელსაც „მუსიკალური ინდუსტრიის მოდის ბიბლიის“ სტატუსი აქვს.

სადებიუტო Artist Book-ის გარეკანზე წარმოდგენილია SM Entertainment-ის  ჯგუფის, SMTR25-ის შვიდი წევრი: SONGHA, HAMIN, DANIEL, HANBI, HYUNJUN, WOOLIN  და TATA. ფოტოსესია თემით –  Spring Promise, Journey to the Future („გაზაფხულის აღთქმა, მოგზაურობა მომავლისკენ“) მაღალი ხარისხის ფორმატში ასახავს ახალგაზრდულ ვნებას, სადაც მაღალი მოდის ესთეტიკა საკოლექციო ღირებულებას ერწყმის.

SMRT25
Billboard China

ტრადიციული  იმიჯისგან განსხვავებით, ეს ფოტოსესია დოკუმენტურად ასახავს ახალგაზრდა მამაკაცების ისტორიებს, რომლებიც სეულში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საკუთარი ოცნებების ასასრულებლად ჩავიდნენ. რუბრიკა წარმოაჩენს მათ არასრულყოფილ, თუმცა ამაღელვებელ მხარეებს სცენის მიღმა და გადმოსცემს მათ ერთგულებას პირვანდელი მიზნებისადმი. მსმენელებს ამ კრებულის შეძენა QQ Music-ის, Kugou Music-ის, JOOX-ისა და Billboard China-ს ოფიციალურ პლატფორმებზე შეუძლიათ.

მომავალში Billboard China კვლავ გამოიყენებს თავის პროფესიულ გამოცდილებას და გლობალური გავრცელების საშუალებებს მაღალი დონის არტისტების წარსადგენად, უახლესი ტენდენციების გამოსავლენად და მრავალფეროვანი მასალის შესაქმნელად, რომელიც მუსიკალურ კულტურას მოდის ესთეტიკასთან გააერთიანებს. 

Billboard China რჩება ერთგული აუდიტორიის მოთხოვნებისა, შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის კონტენტი და საკოლექციო ნივთები, პარალელურად კი ხელს უწყობს გლობალური მუსიკალური ბაზრის განვითარებას, მრავალფეროვნების, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლების კუთხით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდალის მამული „სუხიშვილების“ პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი