The Rolling Stones ახალ პროექტს, სახელწოდებით Foreign Tongues-ს აანონსებს

მინიშნებები ჯგუფის ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე უკვე გამოჩნდა.
რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი The Rolling Stones-ის წევრები სცენაზე No Filter Tour-ის ფარგლებში SoFi Stadium-ზე, 2021 წლის 14 ოქტომბერი, კალიფორნია. Christopher Polk/Variety
რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი The Rolling Stones-ის წევრები სცენაზე No Filter Tour-ის ფარგლებში SoFi Stadium-ზე, 2021 წლის 14 ოქტომბერი, კალიფორნია.
Christopher Polk/Variety

მუსიკალურ სცენაზე აქტიურად გამოჩენიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, The Rolling Stones კვლავ ენერგიულია. ამჯერად ლეგენდარული ბენდი ახალ პროექტს – Foreign Tongues-ს აანონსებს. მინიშნებები ჯგუფის ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე უკვე გამოჩნდა. პოსტებში ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაკრული პოსტერები, რომლებზეც გამოსახულია ჯგუფის ცნობილი ლოგო და მრავალ ენაზე დაწერილი ფრაზა – Familiar Tongues. პოსტერებზე დატანილ QR კოდს მომხმარებელი გადაჰყავს სპეციალურ ვებ-გვერდზე, სადაც იყიდება სუნამოები, რომლის ხაზის საერთო სახელწოდებაა Subversive Scents (ამბოხებული სურნელები). პროდუქტებს ჯგუფის ისეთი ცნობილი ჩანაწერების სახელები ჰქვია, როგორიცაა: Sticky Fingers და Urban Jungle.

ეს კამპანია მოჰყვა პოსტერების წინა სერიას, რომელიც ჯგუფის ალტერ-ეგოს, The Cockroaches-ს ეხებოდა. მოგვიანებით ვინილზე შეზღუდული ტირაჟით გამოიცა ჩანაწერი, სახელწოდებით Rough & Twisted.

The Rolling Stones-მა ბოლო ალბომი – Hackney Diamonds 2023 წელს გამოუშვა. ჯგუფის 24-ე სტუდიურ ჩანაწერში მონაწილეობდნენ პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, ლედი გაგა, სტივი უანდერი და ასევე შესული იყო გარდაცვლილი დრამერის, ჩარლი უოტსის ბოლო ჩანაწერები. ალბომმა გრემის ჯილდოც მოიპოვა საუკეთესო როკ-ალბომის ნომინაციაში.

გასულ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Stones-მა გააუქმა 2026 წლის ტურნე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში, რომლის თარიღები ოფიციალურად ჯერ არც კი იყო გამოცხადებული. გამოცემა Variety-ს ინფორმაციით, ჯგუფმა ტურნეს გეგმებზე უარი თქვა, რადგან 82 წლის კიტ რიჩარდს არ შეეძლო ზუსტად ეთქვა, შეძლებდა თუ არა კიდევ ერთ დამღლელ ტურნეს.

Hackney Diamonds-ის პროდიუსერმა, ენდრიუ ვატმა გასულ სექტემბერში ჟურნალ Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ის უკვე მუშაობს ჯგუფის მომდევნო ალბომზე. მან ეს პროცესი ბეტმენთან მუშაობას შეადარა: „როცა ჰაერში ჯგუფის ენის ლოგო ჩნდება, მაშინვე მოქმედებაზე გადადიხარ. შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ჩანაწერები უკვე გავაკეთეთ, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით“. 

იმავე თვეში კი რონი ვუდმაც დაადასტურა, რომ ფანები 2026 წელს ახალ ალბომს მიიღებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

შემდეგი სტატია

SITFY საქართველო – აბრეშუმის გზის საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი