როსალია The Ivors 2026-ზე წლის კომპოზიტორის ჯილდოს მიიღებს

ცერემონია მაისში ლონდონში გაიმართება.
როსალია
ZAK HUSSEIN/BILLBOARD

The Ivors-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე როსალია წლის კომპოზიტორად დასახელდება. კატალონიაში დაბადებული ავტორ-შემსრულებელი საპატიო ტიტულს 21 მაისს ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე მიიღებს. პრესრელიზის თანახმად, ჯილდო გადაეცემათ “საერთაშირისო კომპოზიტორებს, რომელთა სიმღერებმაც გასული წლის განმავლობაში კულტურული და კომერციული გავლენა იქონიეს დიდ ბრიტანეთზე.” 2025 წელს ამ ნომინაციის გამარჯვებული Killers-ის ბრენდონ ფლაუერსი გახდა.

The Ivors-ის დაჯილდოების ცერემონია პირველად 1956 წელს გაიმართა და მას შემდეგ მუდმივად იზიდავს დიდ ჰიტმეიკერებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის არიან The Beatles, დევიდ ბოუი, ადელი, სტივი უანდერი, ბრიუს სპრინგსტინი, მიკ ჯაგერი, კით რიჩარდსი და სხვები. 

2025 წლის ოქტომბერში როსალიამ მეოთხე ალბომი Lux გამოსცა, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტში და Billboard 200-ში. ჩანაწერში როსალია სიმღერებს 13 ენაზე ასრულებს, მათ შორის ესპანურად, კატალონიურად, ინგლისურად, ლათინურად, გერმანულად და არაბულად. 2026 წლის BRIT Awards-ზე მან წლის საერთაშორისო არტისტის ჯილდო დაიმსახურა.

The Ivors Academy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ნერიმ განაცხადა: „ვამაყობთ, რომ როსალიას წლის კოპოზიტორის ჯილდოს გადავცემთ. მისი სიმღერები მთელი მსოფლიოს აუდიტორიის გულებს იპყრობს. 13 ენაზე შექმნილი ტექსტებით, როსალიამ გაარღვია ბარიერები და საზღვრები. მოხარული ვარ, რომ მას ახლა უკვე ჩვენი ინდუსტრიაც აღიარებს და ის თავის პირველ Ivor Novello Award-ს მიიღებს. ეს აღიარება კი ასახავს ჩვენს მზარდ გლობალურ ხედვას და პატივს სცემს იმ სიმღერების ავტორებს, რომლებიც მუსიკასა და კულტურას განსაზღვრავენ.” 

წლევანდელი ცერემონიის ნომინანტთა შორის არიან: ოლივია დინი, Wolf Alice, ლოლა იანგი და Coldplay.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Boards of Canada-ს ახალი ალბომი 300 არაგველის მემორიალის ფოტოთია გაფორმებული

შემდეგი სტატია

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი