პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
Beijing International Film Festival

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი „მეორეხარისხოვანი როლი“ (Supporting Role) საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა. პრიზი ფილმის კომპოზიტორს, ესტონელ სტენ შერიპოვს (Sten Sheripov) გადაეცა.

„მეორეხარისხოვანი როლი“ სამი ქვეყნის – საქართველოს, ესტონეთისა და თურქეთის კინოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის დასაწყისში როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარმა ჟიურის სპეციალური პრიზი და FIPRESCI-ს კინოკრიტიკოსთა პრიზი მიიღო.

ნამუშევარი ანა ურუშაძის 2017 წლის სადებიუტო ფილმის, „საშიში დედის“ წარმატებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმის პრიზის მფლობელი გახდა, მოგვიანებით კი სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის Discovery Award-ზე და წარდგენილი იყო „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით.

„მეორეხარისხოვანი როლის“ სიუჟეტი ქართული კინოს ოდესღაც ცნობილი ვარსკვლავის ირგვლივ ვითარდება. ახალგაზრდა ქალ რეჟისორთან სინჯებზე ვიზიტი მისთვის საბედისწერო ხდება. 

მთავარ როლს დათო ბახტაძე ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნატო მურვანიძე, ლაშა მებუკე, ელენე მაისურაძე, ნინო კასრაძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე, ირაკლი კვირიკაძე, მურმან ჯინორია, ზურა სტურუა, დავით დვალიშვილი.  

„მეორეხარისხოვან როლზე” რამდენიმე ქვეყნის კინო საპროდუქციო კომპანია მუშაობდა: Zazafilms (საქართველო), Enkeny Films (საქართველო), Allfilm (ესტონეთი), Zeyno Film (თურქეთი), Cinetrain (შვეიცარია) და Melograno Films (აშშ). 

Beijing International Film Festival

ფილმი საქართველოში ესტონელმა ოპერატორმა რეინ კოტოვმა გადაიღო. პროექტი დააფინანსებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ესტონეთის კინოინსტიტუტის, ესტონეთის კულტურის ფონდის, Eurimages-ს და Creative Europe-ის MEDIA პროგრამის მიერ.

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. ფილმზე სტატიები ჟურნალმა Variety-მ და სხვა არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

AUDREY NUNA, EJAE და REI AMI - HUNTR/X Billboard

HUNTR/X-ის წევრებმა:  Ejae-მ, Rei Ami-მ და Audrey Nuna-მ  2026 წლის Billboard Women In Music-ზე „წლის ქალის“ ჯილდო მიიღეს

შემდეგი სტატია

„ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” საუნდტრეკი უკვე ხელმისაწვდომია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი