ქეთი მელუა გამომწერებს „თუ ასე ტურფას” დაკვრას ასწავლის

ცნობილი ქართული სიმღერა შესულია მომღერლის 2016 წლის ალბომში.
ქეთი მელუა

ქეთი მელუამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა. გაზიარებულ ვიდეოში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გიტარის თანხლებით სიმღერის „თუ ასე ტურფა იყავი” მონაკვეთს ასრულებს და მსმენელს გიტარაზე მისი შესრულების ტექნიკას ასწავლის. 

„ეს სიმღერა ჩემი სამშობლოდან, საქართველოდანაა. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის უბრალოდ გაჟღენთილია ატმოსფეროთი. არსებობს სიმღერები, რომელთა მთავარი ხიბლიც სწორედ ატმოსფეროა. შესაძლოა, ეს გიტარის აწყობის დამსახურებაცაა, რომელიც ცოტა არასტანდარტულია,” – ამბობს მომღერალი ვიდეოში, რის შემდეგაც ის გამომწერებს აჩვენებს, თუ რომელი აკორდებია საჭირო სიმღერის შესასრულებლად.

ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: „ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული სიმღერა „თუ ასე ტურფა იყავი” ექვს აკორდად. ეს სიმღერა ტრადიციულ ქართულ სიმებიან საკრავზე სრულდება, ამიტომ მისი შესაბამისი განწყობის გადმოცემა დასავლურ, მეტალის სიმებიან გიტარაზე გარკვეულ ძიებას მოითხოვდა. განსაკუთრებული მადლობა ტიმ ჰარისს, რომ გიტარის საუკეთესო ჟღერადობის პოვნაში დამეხმარა.”

„თუ ასე ტურფა იყავი” შესულია ქეთი მელუას 2016 წლის ალბომში In Winter (Special Edition). მუსიკის ავტორია ანზორ ერქომაიშვილი, ტექსტი ნათელა ონაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ცნობილი ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით გახდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანუკა ყიფშიძე - მუსიკოსი ფოტო: Ho-Ting Wei

ანუკა ყიფშიძის ახალი სინგლი –  Aqui

შემდეგი სტატია

კანიე უესტი საქართველოში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი