ნახეთ: ფოსთ მელოუნი და როდი რიჩი კლიპს Cooped Up ავრცელებენ

ფოტო: Eric Ryan Anderson/Billboard

ამერიკელი შემსრულებლები, ფოსთ მელოუნი და როდი რიჩი ერთობლივ კომპოზიციას Cooped Up და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში, წამყვან ზეინ ლოუისთან ინტერვიუში, მელოუნმა რიჩის შესახებ ისაუბრა.

ფოსთ მელოუნი პირველ შვილს ელოდება

“ის გასაოცარი ადამიანია, ჭეშმარიტი შემსრულებელი, ვოკალისტი და ლირიცისტი. უბრალოდ, შეხედე, როგორ იზრდება. როდი ძალიან მაგარია. ძალიან ნიჭიერი. აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ვიცოდით, რისი თქმა გვინდოდა ამ ნამუშევრით, რა გვსურდა, გამოგვეხატა. ძალიან ბუნებრივი ჩანაწერი გამოგვივიდა”, – თქვა ფოსთმა.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის ალბომი Twelve Carat Toothache სამ ივნისს ჩაეშვება გაყიდვაში. 

“ჩანაწერი ბიპოლარობასა და იმაზეა, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე. ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი ალბომი, აქამდე რაც კი გამომიშვია და ერთი სული მაქვს, ხალხი როდის მოისმენს მას. თითოეული სიმღერა თავის ისტორიას გვიყვება”, – აღნიშნა არტისტმა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი Mr. Morale & the Big Steppers

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: The Chainsmokers ახალ ალბომს So Far So Good ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი