The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
The Cave - WITHANIA SOMNIFERA
The Cave – WITHANIA SOMNIFERA

ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფი The Cave მსმენელს ახალ სინგლს სთავაზობს. ნამუშევარი, სახელწოდებით WITHANIA SOMNIFERA მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია და ის ბენდისთვის დამახასიათებელ ექსპერიმენტულ ჟღერადობასა და ღრმა შინაარსობრივ დატვირთვას აერთიანებს.

ბენდის შემადგენლობაში არიან:  საბა ბასიაშვილი – ვოკალი, ლადო სოფრომაძე –  ბასი, კახა ასლამაზიშვილი – გიტარა და ნოდო დანდურიშვილი – დრამი.  სიმღერის ტექსტი და მუსიკა The Cave-ის დაწერილია, მიქსინგი და მასტერინგი კი ბექა მინაძეს ეკუთვნის. 

The Cave:

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა. წინააღმდეგობაზეა, რომელიც გაძლევს ინსპირაციასა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. რიტმული მოტივი ჯაზის სვინგიდან არის წამოსული, რომლის ჟღერადობაც შევუსაბამეთ Cave-ის საუნდს. რიტმული და გაბმული, განმეორებადი მომენტებით, რაც კარგად გამოხატავს ტექსტის შინაარსს თანდართული მაჟორული ირონიით.”

მუსიკალურ ნაწილთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა ვიზუალური მხარეც, რომელიც ტრეკის მთავარ იდეასა და ემოციურ ხაზს გადმოსცემს. კლიპზე ბენდთან ერთად, ახლადშექმნილი ფროდაქშენის, Cherryproduction-ის სახელით ნიკოლოზ ზუბაშვილმა და კატო ზანგურაშვილმა იმუშავეს. 

The Cave-ის ახალი ნამუშევარი WITHANIA SOMNIFERA ბენდის ექსპერიმენტულ ხედვასა და ალტერნატიული სცენისადმი განსხვავებულ მიდგომას უსვამს ხაზს.

ცნობისთვის, WITHANIA SOMNIFERA უძველესი მცენარის ლათინური სახელწოდებაა, რომელიც მედიცინასა და კულტურაში სიმშვიდესთან, გამძლეობასთან და ძალების აღდგენასთან ასოცირდება.

სიმბოლურად, ეს სახელწოდება ზუსტად ეხმიანება ტრეკის მთავარ იდეას, რომელიც შემოქმედებითი პროცესის, შინაგანი წინააღმდეგობებისა და ინსპირაციის ძიების თემებს აერთიანებს. 

მოისმინეთ The Cave-ის სიმღერა WITHANIA SOMNIFERA:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

MUNA Dean Bradshaw

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Charli xcx, MUNA, Kelela და სხვები

შემდეგი სტატია

დუა ლიპას მოულოდნელი გამოჩენა Tame Impala-ს ლონდონის კონცერტზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი