„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
უცნაური ელ იანკოვიჩი
JOE PUGLIESE/BILLBOARD

ლოს-ანჯელესის პრესკლუბმა 2026 წლის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოების ფინალისტების ვინაობა დაასახელა. მათ შორისაა „ბილბორდიც”, რომელმაც ჯამში შვიდი ნომინაცია მოპოვა. 

60 წელზე მეტია, რაც ლოს-ანჯელესის პრესკლუბის ჟურნალისტიკის დაჯილდოება პატივს მიაგებს ლოს-ანჯელესის გამორჩეულ ჟურნალისტებს და ხელს უწყობს ახალ მედიებში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. ყოველწლიურად პრესკლუბი აჯილდოებს ჟურნალისტებს ბეჭდურ, აუდიო, სატელევიზიო და ონლიან პლატფორმების კატეგორიებში, დაწყებული ახალი ამბებიდან, კულტურითა და გრაფიკული დიზაინით დასრულებული. წელს „ბილბორდი” წარდგენილია ფოტოგრაფიის ორ და მხატვრული სტატიის სამ ნომინაციაში, ასევე ახალი ამბებისა და კულტურის ნომინაციებში.

ნომინაციაში ფოტოპორტრეტი წარდგენილი არიან „ბილბორდის” ფოტოგრაფები 2025 წლის 19 აპრილის ბეჭდური გამოცემისთვის შექმნილი გრეისი აბრამსის პორტრეტისთვის. ხოლო გასართობი ფოტოგრაფიის ნომინაციაში წარდგენილია „ბილბორდის” 2025 წლის Indie Power Players-ის ყდის ვარსკვლავის – უცნაური ელ იანკოვიჩის ფოტო. 

„ბილბორდმა” ასევე მოიპოვა ორი ნომინაცია 1000-ზე მეტ სიტყვიანი მხატვრული სტატიების კატეგორიაში – სტატიებისთვის ელ იანკოვიჩზე და ქანთრის მომღერალ კო უეტზელზე. 1000 სიტყვამდე სტატიის კატეგორიაში კი ნომინირებულია BigXThaPlug-ზე დაწერილი სტატია. 

გასართობ კატეგორიაში წარდგენილია ჰანა დეილის მიერ კოლეჯის ბენდებზე დაწერილი სტატია. კულტურულ ახალ ამბებში კი ნომინაცია მოიპოვა 2025 წლის კოაჩელაზე შექმნილმა სტატიამ.

68-ე დაჯილდოების გამარჯვებულები 28 ივნისს გამოვლინდებიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის კონცერტის Pre Sale-ის ბილეთები რამდენიმე საათში სრულად ამოიწურა

შემდეგი სტატია

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი