Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
Moby
TOMMASO BODDI/VARIETY

Moby-მ ბილი აილიშს მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ხორცის ჭამა „თავისთავად არასწორი ქმედებაა“.

ჟურნალ Elle-სთან ახალ ინტერვიუში, კითხვაზე, თუ რა არის ის ერთი საკითხი, რომლის გამოც ბოლომდე იბრძოლებდა,  აილიშმა უპასუხა: „ეს ბევრს არ მოგეწონებათ. ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია. როცა ამბობენ, მე მიყვარს ცხოველები და მე ვჭამ ხორცს – ეს ორი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.  ერთად ვერ გააკეთებ. შეგიძლია ჭამო ხორცი, ნება შენია. შეგიძლია გიყვარდეს ცხოველები. მაგრამ ორივეს ერთად ვერ შეძლებ“.

 ამ კომენტარს მოჰყვა კრიტიკაც, რაზეც მომღერალმა მოგვიანებით უპასუხა: „გაბრაზდით ჩემზე, როგორც გინდათ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს“. ამავდროულად მან გააზიარა კადრები, სადაც გადატვირთულ ვოლიერებში მყოფი ცხოველები და მომვლელების მხრიდან მათზე ძალადობაა ნაჩვენები.

ამის შემდეგ, ცხოველების უფლებების დამცველმა აქტივისტმა Moby-მ დადებითად შეაფასა აილიში და მისი ძმა, ფინიასი იმის გამო, რომ ისინი მუდმივად იყენებენ თავიანთ გავლენას სოციალურ საკითხებზე ხმამაღლა სასაუბროდ. 11 მაისს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Moby-მ თქვა: „გასულ კვირას ბილი აილიში მედიაკრიტიკის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ბილი, ფინიასი და დედამისი მეგი, ჩემი რესტორნის, Little Pine-ის მუდმივი სტუმრები იყვნენ და გულწრფელად ვფიქრობ, რომ ისინი საოცარი ადამიანები არიან. ისინი ჭკვიანები, იუმორით სავსე და კრეატიულები არიან.

აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ წარმოაჩენს ბილი საკუთარ თავს, როგორც ასეთი მასშტაბის საჯარო ფიგურა. ის თავის პლატფორმას იყენებს არა მხოლოდ საკუთარი რეკლამისთვის, არამედ მნიშვნელოვანი საკითხების წამოსაჭრელად, მაშინაც კი, თუ ეს ფანების ნაწილის განაწყენების რისკს შეიცავს. ძალიან შთამბეჭდავია იმის ყურება, თუ როგორ იყენებს ადამიანი სოციალურ ქსელებსა და მედიას კაცობრიობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გასამახვილებლად და ხალხის ინტერესის გამოსაწვევად. ასე რომ, შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი – აიღეთ მაგალითი ბილისგან.

კომენტარების სექციაში აილიშისა და ფინიასის დედამ, მეგი ბეირდმა, რომელიც თავადაც ცნობილი სოციალური აქტივისტია კვების საკითხებში, დაწერა: „მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. და ისევ გვენატრება Little Pine“. ეს კომენტარი ეხება მობის მიერ 2015 წელს ლოს-ანჯელესში გახსნილ სრულიად მცენარეული კვების რესტორანს, რომელიც 2022 წლის ბოლოს დაიხურა.

ცოტა ხნის წინ მობიმ 2026 წლის Coachella-ს ფესტივალზე გამოსვლით მიღებული მთელი ჰონორარი ცხოველთა უფლებების დამცველ სამ ორგანიზაციას გადაურიცხა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი