კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
კონან ო’ბრაიანი 2026 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე
RICH POLK/PENSKE MEDIA

კონან ო’ბრაიანი ოსკარების ცერემონიას ზედიზედ მესამედ წაიყვანს. რაჯ კაპური და კეტი მალანი კი შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები ზედიზედ მეოთხედ იქნებიან. ო’ბრაიანი გახდება პირველი ადამიანი ბილი კრისტალის შემდეგ, რომელიც ცერემონიას მესამედ წაიყვანს. კრისტალი ოსკარების წამყვანი 1990-1993 წლებში იყო. 

ო’ბრაიანისა და კრისტალის გარდა, დაჯილდოების ისტორიაში სულ ორი ადამიანია, რომელთაც მიყოლებით სამჯერ ან მეტჯერ აქვთ წაყვანილი ღონისძიება: ბობი ჰოუპი, რომელიც ორ სხვადასხვა პერიოდში ზედიზედ ოთხჯერ გაუძღვა ცერემონიას – 1940-1943 და1965-1968 წლებში და ჯონი კარსონსოლო, რომელიც ასევე ოთხჯერ იყო ოსკარების წამყვანი 1979-1982 წლებში.

ოსკარის ცერემონიისგან განსხვავებით, რაჯ კაპურმა შეცვალა დანარჩენი ორი დაჯილდოების წამყვანი, რომლის პროდიუსერიც თავადაა. 17 მაისს ქანთრი მუსიკის დაჯილდოებას რება მაკენტაიერის ნაცვლად შენაია ტვეინი გაუძღვება, ხოლო 17 ივნისს Tony Awards-ს სინთია ერივოს ნაცვლად P!nk წაიყვანს.

„კონან ო’ბრაიანთან ზედიზედ მესამედ შეხვედრა განსაკუთრებულია,” – თქვეს კაპურმა და მალანმა ერთობლივ განცხადებაში. „მას შემოაქვს სავიზიტო იუმორი, რომელიც ყველას უყვარს, იმ სითბოსა და კეთილშობილებასთან ერთად, რომელსაც მთელ შოუს გადასდებს. ის ნამდვილად კრეატიული პარტნიორია – ადამიანი, რომელსაც სრულად ვენდობით და ადამიანი, რომელიც მთელ ამ პროცესს ნამდვილ ხალისად აქცევს როგორც სცენაზე, ასევე მის მიღმა. ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამ ყველაფერს კვლავ ერთად განვაგრძობთ და მოუთმენლად ველით, გავაზიაროთ, რა იქნება შემდეგ.”

ოსკარის 99-ე დაჯილდოების ცერემონია 2027 წლის 14 მარტს გაიმართება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა სხვადასხვა პლატფორმაზე. 

ო’ბრაიანი ცნობილია ღამის შოუების წამყვანობით – Late Night with Conan O’Brien, The Tonight Show with Conan O’Brien და Conan. ამჟამად ის უძღვება Conan O’Brien Needs a Friend პოდკასტს და HBO-ს სამოგზაურო შოუს Conan O’Brien Must Go. მას მოგებული აქვს პრაიმტაიმ ემის ექვსი ჯილდო და 33 ნომინაცია, მათ შორისაა ოსკარის ნომინაციაც. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lady Gaga Apple Music

Lady Gaga-ს ფილმი MAYHEM Requiem მალე გამოვა

შემდეგი სტატია

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი