ავსტრალიური პოპ როკ ბენდი 5 Seconds of Summer ახლახან გამოშვებულ სინგლზე Me, Myself & I გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. Take My Hand-ისა და Complete Mess-ის შემდეგ ეს უკვე მესამე გამოქვეყნებული კომპოზიციაა, რომელიც კოლექტივის მიერ დაანონსებულ ალბომში 5SOS5 შევა.
“ალბომი ნამდვილად ინტროსპექტიულია. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანები მეტად აკვირდებოდნენ საკუთარ თავს. ჩვენს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. მასში მთელი გული ჩავდეთ”, – აღნიშნა ბენდის ვოკალისტმა, ლუკ ჰენინგსმა რადიოსაგურ Apple Music 1-ის ეთერში, ზეინ ლოუისთან ინტერვიუში.
სტუდიური ნამუშევარი 5SOS5 დამოუკიდებლად 23 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში. მასში 19 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
პოპ როკ ბენდი 5 Seconds of Summer ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 2011 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივს დღემდე ოთხი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი ჩარტის Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ჯგუფს დღემდე მსოფლიოში 10 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.