ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული

როკვარსკვლავ ჯეკ უაიტის მეუღლემ, მომღერალმა ოლივია ჯინმა, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ, 3 ივნისს, ნეშვილის სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ჯინმა, რომელიც უაიტის კუთვნილი ლეიბლის, Third Man Records-ის არტისტი და თავადაც როკმუსიკოსია, ჯგუფ The White Stripes-ის ფრონტმენზე 2022 წელს, მათ მშობლიურ ქალაქ დეტროიტში გამართული კონცერტის დროს, პირდაპირ სცენაზე იქორწინა. ეს შემთხვევა მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად მიიჩნეოდა.

ამ დრომდე არც ოლივია ჯინის და არც ჯეკ უაიტის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, ჯინი ითხოვს, რომ უაიტმა ალიმენტი გადაუხადოს და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვა განაგრძოს. მისი განცხადებით, იგი სრულად  მეუღლის შემოსავალზეა დამოკიდებული.

ჯინი ასევე მოითხოვს, რომ ქორწინების პერიოდში ერთობლივად შეძენილი ქონება, მათ შორის უძრავი ქონება და ავეჯი, მხარეებს შორის სამართლიანად გადანაწილდეს. როგორც სარჩელშია აღნიშნული, მომღერალი იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ წერილობითი შეთანხმების მიღწევას, რომელიც მათი აქტივებისა და ვალდებულებების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.

ცნობისთვის ეს ჯეკ უაიტის მესამე ქორწინება იყო. პირველად მუსიკოსი The White Stripes-ის წევრ მეგ უაიტთან 1996-2000 წლებში, ხოლო მოგვიანებით მოდელსა და მომღერალ კარენ ელსონთან 2005-2013 წლებში იმყოფებოდა ქორწინებაში.

უაიტისა და ჯინის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2022 წელს შედგა. მუსიკოსმა ოლივია ჯინს ხელი საკუთარი Supply Chain Issues ტურნეს გახსნის საღამოზე, სცენიდან სთხოვა. ეს The White Stripes-ის ჰიტის, Hotel Yorba-ს შესრულების დროს მოხდა, რომლის ტექსტშიც ქორწინების თემა ფიგურირებს. რამდენიმე წუთში წყვილმა სცენაზევე გაცვალა ბეჭდები, ცერემონია კი Third Man Records-ის თანადამფუძნებელმა ბენ სუონკმა ჩაატარა. 

მიუხედავად სცენაზე გამართული საჯარო ცერემონიისა, წყვილმა ქორწინება ოფიციალურად მოგვიანებით გააფორმა.

2022 წელს, ტელეშოუ The Late Show With Stephen Colbert-ში სტუმრობისას, ჯეკ უაიტმა სცენაზე გამართული სპონტანური ქორწინების დეტალები გაიხსენა:

„მას ვკითხე: ახლავე გსურს დაქორწინება თუ გირჩევნია დავიცადოთ-მეთქი? მან კი მიპასუხა: არა, პირდაპირ ახლა, ეს ხომ შესანიშნავი დღეა!“ – იხსენებდა მუსიკოსი.

თუმცა, როგორც ოლივია ჯინის მიერ სასამართლოში წარდგენილი განქორწინების დოკუმენტებიდან ირკვევა, წყვილმა იურიდიულად ქორწინება მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში, ნეშვილში გააფორმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ექსპერიმენტული მუსიკის პლატფორმის Tofu Sessions საღამოს წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი