Billboard 200-ის რეიტინგში ოლივია როდრიგოს ახალი ალბომი You seem pretty sad for a girl so in love მეორე კვირაა, პირველ ადგილს ინარჩუნებს.
Luminate-ის მონაცემებით, გასულ კვირაში ალბომმა აშშ-ში 180 000 ეკვივალენტური ალბომის ერთეული დააგროვა, რაც წინა კვირასთან შედარებით 63%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ალბომმა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ნამუშევრის დებიუტი პირველ პოზიციაზე ერთი კვირის წინ 485 000 ერთეულით შედგა, რაც 2026 წელს სოლო შემსრულებლის მიერ გამოშვებული ნებისმიერი ალბომისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ალბომი მეორე კვირაა, უცვლელად იკავებს პირველ ადგილს Top Streaming Albums-ისა და Top Album Sales-ის ჩარტებშიც.
ეს ოლივია როდრიგოს კარიერაში Billboard 200-ის მესამე N1 ალბომია და სამივე მათგანი ჩარტის სათავეში დებიუტით შევიდა. მათგან You seem pretty sad for a girl so in love მეორე ალბომია, რომელმაც პირველ ადგილზე ერთ კვირაზე მეტი დაჰყო. 2021 წელს ალბომი SOUR ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ხოლო GUTS 2023 წელს პირველ ადგილზე მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა.
Billboard 200-ის ჩარტი აშშ-ში კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს მულტიმეტრიკული მოხმარების პრინციპით, კომპანია Luminate აფასებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 27 ივნისით დათარიღებული ჩარტი სრულად Billboard-ის ვებგვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნდა. ჩარტების სიახლეებისთვის თვალყურის მისადევნებლად შეგიძლიათ @billboard და @billboardcharts სოციალური ქსელები X და Instagram გამოიწეროთ.
უკანასკნელ კვირაში ოლივია როდრიგოს ალბომის, You seem pretty sad-ის მიერ მოპოვებული 180 000 ეკვივალენტური ერთეულიდან 132 500 სტრიმინგს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 37%-ით ნაკლებია და ალბომის სიმღერების 137.14 მილიონ ოფიციალურ სტრიმინგს უდრის, ამ მაჩვენებლით ნამუშევარი მეორე კვირაა, Top Streaming Albums-ის ჩარტში ლიდერობს. ალბომის გაყიდვებმა 47 500 შეადგინა (-83%), ხოლო დარჩენილი ნაწილი ციფრული ტრეკების გაყიდვებზე მოდის (-44%).
You seem pretty sad ზედიზედ მეექვსე ალბომია, რომელიც Billboard 200-ის პირველ ადგილზე რამდენიმე კვირას ატარებს. მას წინ უსწრებდნენ: Drake-ის ICEMAN (4 კვირა), ნოა კეიჰანის The Great Divide (3 კვირა), ელა ლენგლის Dandelion (2 კვირა), BTS-ის ARIRANG – (3 კვირა), ჰარი სტაილსის Kiss All the Time. Disco, Occasionally (2 კვირა). მანამ, სანამ ჰარი სტაილსი 21 მარტის ჩარტში პირველ ადგილს დაიკავებდა, ამ რეიტინგში ბრუნო მარსის ალბომი The Romantic ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
ეს შედეგი 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდია, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ექვსმა ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ერთ კვირაზე მეტი დაჰყო. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1988 წლის სექტემბრიდან 1989 წლის თებერვლამდე, 23-კვირიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა, როდესაც ჩარტის სათავეში ზედიზედ რამდენიმე კვირით ლიდერობდნენ: დეფ ლეპარდის – Hysteria, Guns N’ Roses-ის Appetite for Destruction, ბონ ჯოვის – New Jersey, U2-ს – Rattle and Hum, ანიტა ბეიკერის – Giving You the Best That I Got და ბობი ბრაუნის – Don’t Be Cruel.
ოლივია როდრიგოს შემდეგ კი ჩარტის პირველი ექვსეული ასე გამოიყურება: Drake – ICEMAN – N2, ელა ლენგლი – Dandelion N3, მორგან უოლენი – I’m the Problem – N4, ნოა კაჰანი – The Great Divide – N5, მაიკლ ჯექსონი – Thriller – N6.
Luminate, Billboard-ის ჩარტების მონაცემების დამოუკიდებელი მთვლელი კომპანიაა, რომელიც ყოველკვირეული რეიტინგების შედგენამდე ყველა წარდგენილი მონაცემის საფუძვლიან შემოწმებას გადის. კომპანია ვერიფიკაციის შემდეგ ინფორმაციის სიზუსტეს ადასტურებს. Billboard-თან პარტნიორობით კი ნებისმიერი საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემი დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად საბოლოო ჩარტების გამოქვეყნებამდე იშლება.