Tbilisi Open Air 2026  იწყება –  ნახეთ 4 ივლისის განრიგი

დედაქალაქის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური თავგადასავალი ბრუნდება.
Tbilisi Open Air 2026
Tbilisi Open Air 2026

ქალაქის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2026 უკვე ახლოსაა. 4-5 ივლისს Lisi Wonderland კიდევ ერთხელ მუსიკის, თავისუფლებისა და ფესტივალური კულტურის ეპიცენტრად გადაიქცევა. წელს Tbilisi Open Air საიუბილეო, მე-15 წელს აღნიშნავს და სტუმრებს განსაკუთრებულ პროგრამას, ახალ სცენებს და მრავალფეროვან აქტივობებს ჰპირდება.

ფესტივალი 4 ივლისს დაიწყება. Lisi Wonderland-ის კარი კი სტუმრებისთვის 14:00 საათზე გაიხსნება.

მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ფესტივალი ტრადიციულ სივრცეში კვლავ ათასობით მუსიკის მოყვარულს გააერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება, როგორც მუსიკალური პროგრამით, ასევე ფესტივალის ინფრასტრუქტურით.

Tbilisi Open Air წელს TOA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი სივრცის – Zion Garden-ის 10 წლის იუბილესაც აღნიშნავს. გარდა ამისა, წელს პირველად, თავისი ჩვეული ფერადი განწყობითა და განსაკუთრებული ენერგიით, ფესტივალის სცენას MZESUMZIRA შეუერთდება, რომელიც მსმენელს მრავალფეროვან ელექტრონულ პროგრამას შესთავაზებს.

სპორტის გულშემატკივრებისთვის სპეციალური ზონაც მოეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური სივრცე, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი მერვედფინალური მატჩის ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.

ტერიტორიაზე ასევე იმუშავებს MED11-ის სამედიცინო პუნქტი, რომელიც სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

ფესტივალზე დასასწრებად, დღიურ აბონემენტებთან ერთად, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ღამის მუსიკალური ბილეთებიც. მათი შეძენა შესაძლებელია ცალკე, სპეციალურად Mzesumzira-სა და Zion Garden-ის ღამის პროგრამაზე დასასწრებად. 

4 ივლისის მუსიკალური განრიგი კი ასე გამოიყურება:

მთავარი სცენა (Main Stage)

17:20 – Newcomer 2026

18:05 – Afternoon Version

19:00 –  Jay-Jay Johanson

20:20 –  Skazz x MokuMoku

21:50 –  Bedford Falls

23:30 –  Slowdive

MZESUMZIRA 

დღის პროგრამა

14:00 –  So Laut

ღამის პროგრამა

01:00 –  Kdema b2b Tomma

04:00 – Matias Aguayo

07:00 – Nika J

Zion Garden

დღის პროგრამა

15:00 – Forsun

ღამის პროგრამა

01:00 – Ace Ventura

03:00 – Chikovani

05:00 – SicHead

06:30 –  Dimitree

08:00 – Acidwave

Tbilisi Open Air 2026  წელსაც საერთაშორისო და ქართული მუსიკალური სცენის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფესტივალის სტუმრებს კი ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ლაინაფი და სხვადასხვა ჟანრის ცოცხალი შესრულებები ელოდებათ. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jay-Z - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფილადელფიის სტადიონი, 2026 წლის 14 ივნისი. Dan Mullan/Getty Images

Jay-Z-იმ ალბომ 4:44-ის ცხრა წლის იუბილეზე ექსკლუზიური ბონუს სიმღერები ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

Giorgi Marr's One Man Army - Stranger In Your Eyes

Giorgi Marr’s One Man Army-მ ახალი სინგლი Stranger In Your Eyes და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი