ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი
ნოდარიკო ხუციშვილი – ნაყინი / Nodariko Khutsishvili – ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილმა მსმენელს ახალი სიმღერა „ნაყინი“ წარუდგინა. ტრეკი ზაფხულის განწყობას, პირველ სიმპათიებსა და იმ თავისუფალ, მსუბუქ ემოციებს ასახავს, რომლებიც ხშირად წლის ყველაზე თბილ სეზონს უკავშირდება.

სიმღერის ტექსტისა და მელოდიის ავტორი თავად არტისტია,  მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს, მიქსინგსა და მასტერინგზე კი პაპუნა ალიბეგაშვილმა იზრუნა. ვოკალურ ნაწილს, ნოდარიკოსთან ერთად, ლიკუნა თუთისანი, ნიკალა ზუბიაშვილი და ლუკა ქიტიაშვილი ასრულებენ. პროექტი Break Records-ის ფარგლებში განხორციელდა, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი თავად ნოდარიკო ხუციშვილია.

ნოდარიკო ხუციშვილი – მუსიკოსი:

„ამ სიმღერის იდეა რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ჯემ სესიაზე დაიბადა, რაღაც მელოდია ლუპზე უკრავდა და ხალხი როცა ცეკვავდა, ეს მონაკვეთი წავიმღერე – შენს ღიმილთან ერთად მარტივია ცეკვა. ეს მელოდია და განწყობა დიდხანს გამყვა.

წელს, ზაფხულში, ვიფიქრე, რომ ამ იდეას გაგრძელება სჭირდებოდა. Break Records-ში ლუკა ქიტიაშვილთან და ნიკალა ზუბიაშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. ჯერ მუსიკალური ფონი შევქმენით, შემდეგ კი ტექსტიც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა.

სიმღერა ზაფხულის იმ განსაკუთრებულ ემოციას ასახავს, როცა ორ ადამიანს შორის ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად იწყება – არის ფლირტი, სიმსუბუქე და კარგი განწყობა. ტექსტში ერთ ადგილას ვახსენებ ფრაზას –  „შოკოლადის ნაყინით იდგა პლაჟზე“,  რომ ვიფიქრე რა დამერქმია, ამაზე წავედი.

ნაყინი ხომ ყველასთვის ზაფხულის, ბავშვობის, ფერადი მოგონებებისა და ბედნიერი განწყობის სიმბოლოა. ამიტომაც ძალიან მოუხდა ეს სახელი ამ ტრეკს.“

არტისტი ვიდეოკლიპის შექმნის პროცესსაც იხსენებს და ამბობს, რომ პროექტი მთლიანად მეგობრებისა და თანამოაზრეების თანამშრომლობის შედეგია.

„კლიპი ლაშა ჩაგელიშვილთან ერთად გადავიღეთ. მონტაჟსა და პოსტპროდაქშენში თიკო ნოზაძე, ლიზა კოკელაძე და დათო ლოლაძე ჩაერთნენ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, რომ ჩემი მელოდია და ტექსტი ვიზუალურადაც გაფერადებულიყო. საბოლოოდ მივიღეთ ძალიან საზაფხულო, მხიარული და ენერგიული ნამუშევარი.“

„ნაყინი“ უკვე ხელმისაწვდომია მსმენელისთვის და, როგორც თავად ნოდარიკო ხუციშვილი ამბობს, ეს არის სიმღერა, რომელიც ზაფხულის თავისუფალ და პოზიტიურ განწყობას ეძღვნება.

მოისმინეთ ნოდარიკო ხუციშვილის სიმღერა – „ნაყინი”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

CHAOS – დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი