საქართველოს მოდისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს სრულიად უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა ელოდებათ. Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, 26 სექტემბერს თბილისს პირველად მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) ეწვევა.
ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება. ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებული და მოულოდნელი ამპლუით – DJ სეტითა და ექსკლუზიური შოუთი წარდგება.
ნაომი კემპბელი ათწლეულებია, გლობალური მოდის სტანდარტებსა და ტენდენციებს განსაზღვრავს. ის არის ფიგურა, რომელიც პოდიუმის საზღვრებს გასცდა და თანამედროვე პოპკულტურის სიმბოლოდ იქცა.
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო კულტურული, მუსიკალური და გასართობი ცენტრის მზარდ სტატუსს.
ნაომი კემპბელის ვიზიტი საქართველოს კულტურულ და გასართობ სივრცეში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეფასდება და აუდიტორიას მსოფლიო დონის შოუსა და უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ცნობისთვის, ე.წ. Early Bird კატეგორიის შეზღუდული რაოდენობის ბილეთების გაყიდვა 6 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ხოლო გენერალური გაყიდვები 7 აგვისტოს, 12:00-დან Biletebi.ge-ს პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი.