ანჯელიკ კიდჯო პირველი აფრიკელი მუსიკოსია, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი ექნება

ვარსკვლავის გახსნის ცერემონია 18 აგვისტოს შედგება.
ანჯელიკ კიდჯო
BRIAN FRIEDMAN/PMC

მუსიკის ლეგენდა ანჯელიკ კიდჯო პირველი აფრიკელი მუსიკოსი და პირველი შავკანიანი აფრიკელი შემსრულებელი გახდება, რომელიც ჰოლივუდს დიდების ხეივანში საკუთარ ვარსკვლავს მიიღებს. ის შეუერთდება შარლიზ ტერონს, სამხრეთ აფრიკელ თეთრკანიან მსახიობს, რომელიც დიდების ხეივანში აფრიკას წარმოადგენს. ოსკაროსანმა მსახიობმა საკუთარი სახელობის ვარსკვლავი 2005 წელს მიიღო. კიდჯოს ვარსკვლავი ხეივანში რიგით 2 854-ე იქნება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონია 18 აგვისტოს გაიმართება. ცერემონიაზე მუსიკოსს შეუერთდებიან მსახიობი უილიამ დეფო და გრემის ნომინანტი კომპოზიტორი და პროდიუსერი ჰარვი მეიზონ ჯუნიორი. 

64 წლის კიდჯო დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ბენინში დაიბადა, თუმცა 1983 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მას მიღებული აქვს ხუთი გრემი: ერთხელ – საუკეთესო თანამედროვე მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის, ხოლო ოთხჯერ – საუკეთესო გლობალური მუსიკის ალბომისთვის. 

1981 წლიდან კიდჯოს გამოცემული აქვს 19 ალბომი. დასავლეთ აფრიკული სტილის ფანკთან, ჯაზსა და R&B-სთან შერწყმის უნიკალური უნარით მას ფანები მთელი მსოფლიოს გარშემო ჰყავს. მუსიკოსს უმუშავია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Burna Boy, ალიშა კისი, ჯონ ლეჯენდი, ბონო, სტინგი და სხვები.

ლოს-ანჯელესში დიდების ხეივანს ჰოლივუდის სავაჭრო პალატა მართავს. 1960 წლიდან მოყოლებული, ეს კულტურული ღირსშესანიშნაობა მილიონობით ადამიანს აქვს მონახულებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

შემდეგი სტატია

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი