Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
Torcho, Shavi Borshi – „ბოლომდე“

Torcho-მ ახალი სიმღერა სახელწოდებით „ბოლომდე“ გამოუშვა. კოლაბორაციული ტრეკი  ქართველ რეპერთან, „შავ ბორშთან” ერთად ჩაიწერა. სიმღერის ტექსტი და მუსიკა გიორგი სანოძეს ეკუთვნის. ნამუშევრის პროდიუსინგზე გიორგი სანოძემ და გიორგი ბულბულაშვილმა იმუშავეს, პერკუსიის პარტია მერაბ სანოძემ შეასრულა, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ბექა მინაძემ იმუშავა. ტრეკი Sano Studio-ში ჩაიწერა.

„ტრეკის ჩაწერის იდეა ჩემს პროდიუსერს, გიორგი სანოძეს გაუჩნდა. მას სურდა, რომ საზაფხულო სიმღერა გაგვეკეთებინა. ტრეკზე მუშაობისას ბექა მინაძემ გააჟღერა იდეა, რომ ნამუშევარი რეპერთან ერთად ჩამეწერა და თავადვე ახსენა „შავი ბორში”. მისი რამდენიმე ტრეკი ვიცოდი და ეს იდეა ძალიან მომეწონა. მასთან დაკავშირება მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს ინსტაგრამზე მივწერეთ და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.

სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და ცოცხალი გამოვიდა. ზოგადად, ჩემი ყველა ტრეკი განსხვავებული განწყობის მატარებელია. მეც, როგორც არტისტი, ყოველთვის სხვადასხვანაირი ვარ და ეს მრავალფეროვნება ძალიან მიყვარს. ამ ნამუშევარშიც სრულიად ახალი, განსხვავებული ჩემი თავი აღმოვაჩინე. სტუდიაში ბევრი იდეა გაჩნდა, რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებდით. ფაქტობრივად, ტრეკი რამდენიმე საათში ჩაიწერა – სიმღერა გზადაგზა იქმნებოდა. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ ისაა, როცა წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოები არ მაქვს და იდეები უშუალოდ მუშაობისას, თავისთავად მოდის,“ – აღნიშნავს Torcho ჟურნალ Billboard Georgia-სთან საუბრისას.

მომღერლის თქმით, მსმენელს წინ ბევრი სიახლე ელოდება. 14 აგვისტოს კუს ტბაზე Torcho-ს პირველი კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც კიდევ ერთი მუსიკალური საღამო აჭარაში ჩატარდება.

„ამის შემდეგ დავიწყებთ მზადებას დიდი კონცერტისთვის, რომელიც ალბომის პრემიერას უკავშირდება. სამომავლოდ მსმენელი ბევრ ახალ ვიდეოსა და ტრეკს უნდა ელოდოს, რომლებიც ეტაპობრივად გამოვა,“ – აღნიშნავს Torcho.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი