Megan Thee Stallion ახალ ალბომს – Act III-ს აანონსებს

Megan Thee Stallion-ის ახალი ეპოქა – ჰიუსტონელმა არტისტმა მომავალი ალბომის Act: III-ს გამოსვლის შესახებ 10 აგვისტოს ინსტაგრამზე დააანონსა.
Megan Thee Stallion 79-ე ტონის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 7 ივნისი THEO WARGO/GETTY IMAGES FOR TONY AWARDS PRODUCTIONS
Megan Thee Stallion 79-ე ტონის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 7 ივნისი
THEO WARGO/GETTY IMAGES FOR TONY AWARDS PRODUCTIONS

რეპერმა ინსტაგრამზე ფოტოების სერია გააზიარა, რომელიც, როგორც ჩანს, მისი ალტერ ეგოს, თინა სნოუს დაბრუნებაზე მიანიშნებს. არტისტს ზურგის ზედა ნაწილზე თეთრად აქვს წარწერა: Act: III. როგორც მაიკლ ჯორდანმა 1995 წელს NBA-ში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ ორსიტყვიან განცხადებაში აღნიშნა, Megan Thee Stallion-მაც პოსტის ბოლო სლაიდზე დაწერა: „მე დავბრუნდი“. პოსტი კი Roc Nation-მა ოფიციალურ ინსტაგრამ სთორიში გადააზიარა.

Megan Thee Stallion-ის გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ:  „მზად ვარ“, –  დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინსტაგრამზე. კიდევ ერთმა გულშემატკივარმა კი  დაამატა: „რელიზის თარიღი მითხარით, გრაფიკი უნდა გამოვითვისუფლო!“

Megan Thee Stallion-მა Act: III-ის გამოსვლაზე ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მიანიშნა. „ნამდვილი ცხელი გოგოს ამბები, ACT 3, 2025… მზად იყავით“, –  დაწერა არტისტმა მაშინ X-ზე.

რაც შეეხება ალბომის გამოსვლას, Megan Thee Stallion-ს Act: III-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.  რეპერის ბოლო ალბომი Megan –  2024 წლის ივნისში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. იმავე წლის ოქტომბერში მან ალბომის სხვა ვერსია Act: II გამოსცა.

აგვისტოს დასაწყისში  Megan Thee Stallion-მა ასევე აღნიშნა, რომ პირველად მიიღო Diamond-ის სტატუსის აღმნიშვნელი დაფა 2020 წელს Cardi B-სთან ერთად ჩაწერილი სიმღერისთვის WAP. „ღმერთო ჩემო, Diamond, დაო, მადლობა, რომ ამ პროექტში მიმიწვიე“, –  დაწერა მან X-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ Megan Thee Stallion-ს  2026 წელს სინგლი ჯერჯერობით არ გამოუშვია, მუშაობას აქტიურად აგრძელებს. მან მონაწილეობა მიიღო Bossman Dlow-ის Motion Party-ს რემიქსში და Juvenile-ის ჰიტში B.B.B., რომელიც Billboard Hot 100-ის ჩარტშიც მოხვდა.

ნახეთ Megan Thee Stallion-ის მომავალი ალბომის, Act: III-ის შესახებ არტისტის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰილარი დაფმა ყოფილი შეყვარებულის, აარონ კარტერის ხსოვნას პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

OCD. - ეს ქალაქი

OCD.-ის ახალი სიმღერა – „ეს ქალაქი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი