გულის სტენტირების შემდეგ როდ სტიუარტი კონცერტებს აუქმებს

„ექიმების რჩევით, მომდევნო ოთხ კვირას ის რეაბილიტაციასა და ძალების აღდგენას დაუთმობს.”
როდ სტიუარტი 2025 წელს
CHRISTOPHER POLK/PENSKE MEDIA

გაუქმებული კონცერტების შემდეგ როდ სტიუარტი ფანებს დამაიმედებელ ინფორმაციას აწვდის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ოთხი კვირის განმავლობაში სცენისგან ჩამოშორება მოუწევს, რათა ცოტა ხნის წინ ჩატარებული გულის სტენტირების შემდგომი რეაბილიტაცია გაიაროს. 

მუსიკოსმა წარმატებით ჩაიტარა გეგმიური კორონარული სტენტირება და „ბილბორდისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანრმრთელების პროცესშია. 

„მორიგი სამედიცინო შეფასების შემდეგ, სერ როდ სტიუარტს წარმატებით ჩაუტარდა კორონარული სტენტირების პროცედურა,” – ვკითხულობთ განცხადებაში. „ექიმები მოხარული არიან მისი გამოჯანმრთელებით. როდი თავს კარგად გრძნობს და ყოველდღიურ აქტივობებს უბრუნდება. ექიმების რჩევით, მომდევნო ოთხ კვირას ის რეაბილიტაციასა და ძალების აღდგენას დაუთმობს, შემდეგ კი სცენას დაუბრუნდება. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების გამართვას ვეღარ შეძლებს.”

განცხადება ასევე მოიცავს თავად მუსიკოსის ციტატას: „თავს უკვე კარგად ვგრძნობ. მინდა, მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებსა და ყველას, ვინც ასე ზრუნავდა ჩემზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ კონცერტების გაცდენა მიწევს და ვწუხვარ, რომ ფანებს იმედები გავუცრუე, მაგრამ მოუთმენლად ველი სცენაზე დაბრუნებას და თქვენთან ერთად კვლავ შესანიშნავი დროის გატარებას.”

One Last Time Tour-ის ფარგლებში სტიუარტს შემდეგი კონცერტები 14 და 15 აგვისტოს ჰქონდა დაგეგმილი. 18 აგვისტოს კი ლას-ვეგასში მისი Encore Shows რეზიდენცია უნდა განახლებულიყო. ჩრდილოამერიკული ტურნეს გაგრძელებას მუსიკოსი პირველ სექტემბერს გეგმავდა.

ტურნეს იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომელთაც ცვლილება შეეხებათ, დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fleetwood Mac-ის Greatest Hits ალბომების ჩარტში ახალ პიკს აღწევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი