2Pac-ის დის განცხადებით, ოჯახს არასდროს ჰქონია მოლოდინი, რომ რეპერის მკვლელობისთვის სამართლიანობა აღდგებოდა

2Pac-ის მკვლელობიდან თითქმის 30 წელი გავიდა.
სექივა შაკური
YOUTUBE/LAW&CRIME NETWORK

თითქმის 30 წლის შემდეგ, 17 აგვისტოს, 2Pac-ის მკვლელობის სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმეს ლას-ვეგასის სასამართლო განიხილავს.

18 აგვისტოს 2Pac-ის და, სექივა შაკური, Law & Crime Network-ს ესაუბრა და განმარტა, რომ ოჯახს მართლმსაჯულების აღსრულების მოლოდინი თითქმის არასდროს ჰქონია.

„ამერიკის ისტორიისა და ჩვენი ოჯახის წარსულის გამო, სისხლის სამართლის სისტემის მიმართ ნდობა არ გვაქვს. არასდროს გვქონდა იმედი, რომ სისტემა ჩემი ძმის მკვლელს დააკავებდა. ახალგაზრდა შავკანიან ბიჭებს, მათ სიცოცხლესა და სიკვდილს ამერიკაში ხშირად ივიწყებენ. თავიდანვე არ გვქონია დიდი მოლოდინები,” – განაცხადა 2Pac-ის დამ.

სექივა შაკურმა აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღსრულებად აღიქვამს  ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თუფაქ შაკური გარდაცვალების შემდეგ უდიდეს შთაგონებად იქცა: „ის ფაქტი, რომ მისი გავლენა დღემდე ამოძრავებს სამყაროს – სწორედ ეს არის სამართლიანობა“.

Pac-ის უმცროსმა დამ რეპერის ფანებსაც მიმართა: „ჩემი გზავნილი მათდამი ასეთია: ვინც არ უნდა იყოთ, გმადლობთ, რომ იღებთ მის სიტყვებს და აგრძელებთ მის მემკვიდრეობას – სიყვარულის, ბრძოლისა და გამძლეობის ისტორიას“.

2Pac-ის მკვლელობის საქმეზე 2023 წლის სექტემბერში პოლიციამ დუეინ „Keffe D“ დევისი დააკავა და პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენა ბრალი. უფრო კონკრეტულად კი, სამართალდამცველები მას ბრალს 1996 წლის სექტემბერში 2Pac-ის მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ.

სასამართლო პროცესი ორშაბათს შესავალი სიტყვებით გაიხსნა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დევისმა ეს შურისძიების მოტივით ჩაიდინა მას შემდეგ, რაც 2Pac ჩაერია ჩხუბში, რომელშიც დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს დაესხნენ თავს.

დუეინ დევისი დაჯგუფების ყოფილი ლიდერია და ის არ განიხილება უშუალოდ იმ პირად, ვინც პირადად ესროლა 2Pac-ს და 25 წლის რეპერი მოკლა. თუმცა დევისი იმ დაჯგუფებიდან ერთადერთი გადარჩენილი წევრია. მოსალოდნელია, რომ პროცესზე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ და სასამართლო განხილვა სულ მცირე კიდევ ოთხ კვირას გაგრძელდება.

იხილეთ სექივა შაკურის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სემ სმითის თქმით, Unholy-ს სკანდალის დროს მადონამ ყველაფერი გააკეთა მასთან დასაკავშირებლად

შემდეგი სტატია

Baby Shark-ის ბიჭი უკვე გაიზარდა და მუსიკალურ კარიერას Monsta X-თან კოლაბორაციით იწყებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი