დოლი პარტონის გარდაცვალების მიზეზი  ცნობილია

ლეგენდარული მუსიკოსის წარმომადგენლების ცნობით, ის კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.
დოლი პარტონი გლასტონბერის ფესტივალზე, 2014 წლის 29 ივნისი, ინგლისი. Ian Gavan / Getty Images
დოლი პარტონი გლასტონბერის ფესტივალზე, 2014 წლის 29 ივნისი, ინგლისი.
Ian Gavan / Getty Images

დოლი პარტონი 80 წლის ასაკში, კიბოსთან „ხანმოკლე ბრძოლის“ შემდეგ გარდაიცვალა, –  ნათქვამია მუსიკოსის გუნდის მიერ 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. ქანთრი მუსიკის ლეგენდა ნეშვილში, ვანდერბილტ-ინგრიმის კიბოს ცენტრში გარდაიცვალა.

„ჩვენმა საყვარელმა დოლი პარტონმა მთელი თავისი განვლილი ცხოვრება და კარიერა იმას მიუძღვნა, რომ სიხარული, სილაღე, იმედი და ღირსება შეეტანა ყველაფერში, რასაც კი ეხებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს „დოლის გუნდი“ აწერს. „მისმა შეუდარებელმა გულუხვობამ უამრავი ადამიანის ცხოვრება გაალამაზა, ადამიანების, რომელებიც შესაძლოა მას არასდროს შეხვედრიან, იქნებოდა ეს მისი Imagination Library-ს მეშვეობით ასობით მილიონი წიგნის შეწირვა თუ ვაქცინების შექმნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა  – დოლი პარტონის ადამიანებისადმი  უპირობო სიყვარული ყველაფერს განსაზღვრავდა, რასაც ის აკეთებდა. კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, დოლი დღეს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ვანდერბილტ-ინგრიმის კიბოს ცენტრში გარდაიცვალა.“

უკვე 60 წელზე მეტია, დოლი პარტონი ქანთრი მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სიმღერების  ავტორად მიიჩნევა.  იგი მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ თავისი მუსიკით იყო გამორჩეული ფიგურა, ისეთი სიმღერებისთვის, როგორებიცაა Jolene, I Will Always Love You და Coat of Many Colors – არამედ თავისი ქველმოქმედებითა და იმ საქმითაც, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანებისა და საზოგადოების დასახმარებლად აკეთებდა.

დოლი პარტონი  ქანთრი მუსიკის და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი იყო, 1967 წლიდან მოყოლებული კი Billboard-ის Hot Country Songs-ის ჩარტში მისი  113 სიმღერა მოხვდა. ჯამში კი ამ კომპოზიციებმა ჩარტში 28 წელზე მეტი დაჰყვეს. 

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სამშაბათ დილით მისმა ძმისშვილმა, ბრაიან სივერმა გაავრცელა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია. დოლი პარტონი მისი მეუღლის, კარლ დინის გარდაცვალებიდან წელიწადნახევარში გარდაიცვალა, რომელთანაც თითქმის 60 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა.

„დოლის ცხოვრება სინთალით იყო მოცული, ახლა კი იგი იესოს ხელშია. დარწმუნებული ვარ, იქ მას კარლი, მისი მშობლები და უამრავი სხვა ადამიანი შეხვდნენ, რომლებიც იმ დღეს ელოდნენ, როცა მას ზეცაში იხილავდნენ,“ – განაცხადა სივერმა.

„მას არასდროს უნახავს კარი, რომლის გაღებასაც ვერ შეძლებდა, მის მიერ გაღებულმა ბევრმა კარმა ისტორია შექმნეს და შეცვალეს, გარდაცვალების შემდეგაც კი, დოლი პარტონისთვის დამახასიათებელი იუმორი მის ისტორიას თან გაჰყვა. დაამატა ბრაიან სივერმა: „დოლიმ დამირეკა და მითხრა, რომ სურდა რბილი ბამბის ულამაზეს განსასვენებელში დასვენებულიყო, რადგან მთელი ცხოვრება მძიმე ბრილიანტებით შემკულ სამოსს ატარებდა და ახლა, ბოლოს და ბოლოს, იმსახურებდა კომფორტს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქანთრი მუსიკის ლეგენდად აღიარებული დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის რუსეთის კონცერტები გაუქმდა, საკონცერტო სივრცესთან ხელშეკრულების არარსებობის გამო

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი