TMZ-ის ცნობით, გრემის მფლობელი მომღერალი და პროდიუსერი ფინეასი 30 წლის იუთუბერზე, მსახიობსა და CYKLAR Skincare-ის დამფუძნებელ კლაუდია სულევსკიზე დაქორწინდა. ცერემონია 30 აგვისტოს სანტა-ბარბარაში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში შედგა. ცერემონიას ფინეასის და და მუსიკალური პარტნიორი, ბილი აილიში უძღვებოდა.
წყვილმა ეს დღე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და შინაურ ცხოველებთან – პიჩესთან და მუსთან ერთად აღნიშნა. ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, რეიჩელ სენოტი, ემა ჩემბერლენი, რებეკა ბლექი, ჯეისონ სუდეიკისი, კრისტენ ბელი, დექს შეპარდი, დევონ ლი კარლსონი, სტასი კარანიკოლაუ და ჯესი ჯო სტარკი. აილიში ღონისძიებას თავის შეყვარებულთან, ნატ ვოლფთან ერთად დაესწრო.
Vogue-ის ცნობით, სულევსკიმ საქორწინო ცერემონიის განმავლობაში Oscar de la Renta-ს ოთხი კოსტიუმი მოირგო: ის სხვადასხვა იმიჯით წარდგა წინასაქორწინო ვახშამზე, ცერემონიაზე, სტუმრების მიღებასა და ცერემონიის შემდგომ წვეულებაზე.
7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ფინეასმა და სულევსკიმ ნიშნობის შესახებ 2025 წლის სექტემბერში განაცხადეს. წყვილი ერთმანეთთან 2018 წელს, გაცნობის აპლიკაციით გადაიკვეთა. 2019 წელს BuzzFeed-თან ინტერვიუში ფინეასმა აღნიშნა, რომ შეხვედრიდან რამდენიმე საათში მის პატივსაცემად სიმღერა – Claudia დაწერა.
„სიმღერა Claudia კლაუდიასთან შეხვედრის დღესვე დავწერე და იმავე საღამოს გავუგზავნე,“ – იხსენებდა ის.
მას შემდეგ წყვილი შემოქმედებითადაც თანამშრომლობს. მათ შორის არის ფინეასის 2022 წლის სოლო კომპოზიცია – Mona Lisa, Mona Lisa, რომლის კლიპის რეჟისორიც სულევსკია და მასში თავადაც მონაწილეობს.