ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
North West
LILY LAURIA

ნორს უესტი ჩიკაგოში თავისი პირველი სოლო შოუთი სცენაზე გამოვიდა. 13 წლის ნორს უესტმა თავისი სინგლები 5 სექტემბერს The Vic Theatre-ის სცენაზე შეასრულა. მაყურებლებს შორის მისი მშობლები, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტიც იყვნენ, რომლებიც შვილის გამოსვლას დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს.

ჩიკაგოს კონცერტზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კარდაშიანი და YE  ცალ-ცალკე მივიდნენ. კარდაშიანი VIP სექციაში იჯდა. „ძალიან ვამაყობ” – ასე დაასათაურა კანიე უესტმა ნორსის გამოსვლის ვიდეო, რომელიც რეპერმა ინსტაგრამის Story-ში ატვირთა.

ნორსმაც გააზიარა კონცერტის რამდენიმე ვიდეოკლიპი და მსმენელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი პირველი სოლო შოუ! ძალიან მიყვარხართ, ეს ჩემთვის მართლაც მთელი სამყაროს ტოლფასია. ეს არის ის, რისთვისაც ვარ გაჩენილი,” – დაწერა ნორსმა. 

კონცერტამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე,  ნორს უესტის და რეპერ მოლი სანტანას ერთობლივი სადებიუტო ტურნე გაუქმდა. 14-დღიანი ჩრდილოეთ ამერიკული ტური Molly x North Kimokawaii 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა. იქამდე მან ყურადღება მიიპყრო, როცა მონაწილეობა მიიღო YE-სა და Ty Dolla $ign-ის ალბომში – Vultures და ასევე FKA twigs-ის ალბომში – EUSEXUA. ახალგაზრდა რეპერმა და პროდიუსერმა თებერვალში სინგლი – Piercing on My Hand გამოუშვა, აპრილში კი ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე, YE-ს კონცერტზეც გამოვიდა.

რაც შეეხება YE-ს, ის 3-4 სექტემბერს, Soldier Field-ზე ორი საღამოს განმავლობაში მართავდა კონცერტებს. შოუების დროს მან სცენაზე მრავალი სტუმარი გამოიყვანა და თავისი კარიერის ყველა ეპოქა გაიხსენა – The College Dropout-იდან დაწყებული, 2026 წლის ალბომ Bully-თ დამთავრებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

შემდეგი სტატია

Radiohead Tom Sheehan

Radiohead-მა ავსტრალიაში 15 წლის შემდეგ პირველი ტურნე 16 კონცერტით დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი